ეს 6 გავრცელებული სიმპტომი იმაზე სახიფათოა, ვიდრე წარმოგიდგენიათ. არ დააიგნოროთ

ეს 6 გავრცელებული სიმპტომი იმაზე სახიფათოა, ვიდრე წარმოგიდგენიათ. არ დააიგნოროთ
თრომბოციტებს უდიდესი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია ჩვენს ორგანიზმში. როდესაც ჭრილობას ვიღებთ, სწორედ მათი დახმარებით ჩერდება სისხლის დენის პროცესი. თრომბოციტებმა საკუთარი ფუნქცია რომ არ შეასრულოს, ყველაზე პატარა ჭრილობამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის სისხლისგან დაცლა. სამწუხაროდ, არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც თრომბები ჩნდება სხეულის ისეთ ნაწილებში, სადაც მათი არსებობა არ არის საჭირო და აუცილებელი. ეს შეიძლება აღმოჩნდეს ძალზედ სახიფათო ჩვენი ჯანმრთეობისთვის, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ თრომბების ფორმირებას ღრმა ვენებში აქვს ადგილი.

მოცემული უსიამოვნო მოვლენა ღრმა ვენების თრომბოზის სახელწოდებით არის ცნობილი. ვენებში გაჭედილი თრომბი აფერხებს სისხლის მიმოქცევის პროცესს, რაც უარყოფითად ისახება ჩვენს ზოგად ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა, თრომბმა შეიძლება დაიწყოს სისხლის დინების მიმართულებით მოძრაობა და მოხვდეს ფილტვებში. ჩვენი სიცოცხლისთვის საშიშ ამ მდგომარეობას ფილტვების თრომბოზის სახლეწოდებით ვიცნობთ. ფილტვში არსებული თრომბი არ აძლევს მას საშუალებას, მიიღოს საკმარისი რაოდენობით ჟანგბადი, რაც ფატალური შედეგით სრულდება. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ღრმა ვენების თრომბოზისთვის დამახასიათებელი ნიშებისა და სიმპტომების ცოდნა. თუ პრობლემას დროულად გამოავლენთ და სპეციალისტს დახმარებისთვის მიმართავთ, შეძლებთ ფატალური შედეგების თავიდან არიდებას.

თრომბოზის განვითარების რისკს რამდენჯერმე ზრდის:

  • ცხოვრების ნაკლებად მოძრავი სტილი;

  • მავნე ჩვევები;

  • ჰორმონალური კონტრაცეპტივების მიღება;

  • ჭარბწონიანობა.

ცნობისთვის, ქალბატონებში თრომბოზის განვითარების რისკი დაახლოებით 5-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცებში, რაც ქალურ ჰორმონთან, ესტროგენთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, თრომბოზისგან ყველაზე დაუცველები ორსული ქალბატონები არიან.

აუცილებლად დაუთმეთ ყურადღება შემდეგ სიმტპომებს:

ცალი კიდურის შეშუპება



ხელის ან ფეხის შეშუპება - ღრმა ვენების თრომბოზისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომი. თრომბი აფერხებს სისხლის მიმოქცევის პროცესს, რის შედეგადაც ჩვენი სისხლძარღვები ფართოვდება და თავ იჩენს შეშუპება. რა თქმა უნდა, კიდურების შეშუპება შეიძლება განაპირობოს ერთ ადგილზე დიდი ხნის განმავლობაში განუძრევლად ჯდომამ (მაგ: ფრენის დროს), თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მოცემული მოვლენა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაწუხებთ და მას ძლიერი ტკივილები ახლავს თან, აუცილებლად გაესინჯეთ ექიმს.

ტკივილი ხელის ან ფეხის არეში

როგორც წესი, აუტანელ ტკივილს, რომელსაც ვენების თრომბოზი იწვევს, თან ახლავს შემდეგი ორი სიმპტომი: შეშუპება და შეწითლება. მიუხედავად ამისა, სავსებით შესაძლებელია თრომბოზისგან გამოწვეულმა ტკივილმა მოცემული ორი სიმპტომისგან დამოუკიდებლად იჩინოს თავი. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ამ სახის ტკივილის განსხვავება კუნთების დაჭიმულობისგან გამოწვევული ტკივილისგან პაციენტებს ძალიან უჭირთ, რამაც შეიძლება ფატალურ შედეგებამდე მიგვიყვანოს. თრომბების ფორმირებისგან გამოწვებული ტკივილი ყველაზე ხშირად სიარულის დროს იჩენს თავს. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ამ სიმპტომს და მისი არსებობის შემთხვევაში დაუყონებლივ გაესინჯეთ ექიმს.

წითელი ხაზები კანზე

ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ სილურჯე - კანქვეშ სისხლის შედედებაა. თუ თქვენ სხეულის კონკრეტულ მონაკვეთზე კანის ფერის ცვლილება შენიშნეთ, რომელიც ძალიან წააგავს ღია ფერის სილურჯეს და მან სრულიად უმიზეზოდ იჩინა თავი, მიმართეთ სპეციალისტს დახმარებისთვის. გარდა ამისა, ღრმა ვენების თრომბოზისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომი ვენების სიგრძეზე წითელი ხაზების, ზოლების გაჩენაა. ხშირად თქვენ შიძლება შეგაწუხოთ კიდურების მომატებულმა ტემპერატურამ, სიმხურვალემ.

ტკივილი მკერდის არეში

მკერდის არეში განცდილი მწვავე ტკივილი, რომელსაც ხშირად გულის შეტევას აწერენ, სავსებით შესაძლებელია ფილტვების თრომბოემბოლიამ განაპირობოს. ამ ორი უსიამოვნო მოვლენისთვის დამახასიათებელი ეს სიმპტომი მართლაც წააგავს ერთმანეთს, თუმცა ფილტვების თრომბოემბოლიის დროს ტკივილი მკვეთრი და განმეორებადია. გარდა ამისა, ის რამდენჯერმე ძლიერდება ღრმა სუნთქვის დროს.

ჰაერის უკმარისობა და გულის ცემის გახშირება

ფილტვებში გაჭედილი თრომბი აფერხებს ორგანიზმისთვის ჟანგბადის მიწოდების პროცესს, რის გამოც გული იწყებს გაძლიერებულ ტემპში მუშაობას. თუ თქვენ მოულოდნელად თავბრუსხვევის შეგრძნება, ჰაერის უკმარისობა და გულის რიტმის გახშირება გაწუებთ, მიმართეთ სპეციალისტს დახმარებისთვის.

აუხსნელი ხველა

თუ ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებთან ერთად აუხსნელი ხველა გაწუხებთ, არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი. მშრალი ნახველი, რომელსაც წითელი შეფერილობა აქვს, საგანგაშო სიგნალია.

არავითარ შემთხვევაში დააიგნოროთ ზემოთ მოცემული ეს სიმპტომები, თუ საკუთარი სიცოცხლე თქვენთვის მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფრომაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!