სუპერ საშუალება სისხლის შემადგენლობის გასაუმჯობესებლად და რკინის დეფიციტის აღმოსაფხვრელად

სუპერ საშუალება სისხლის შემადგენლობის გასაუმჯობესებლად და რკინის დეფიციტის აღმოსაფხვრელად
სისხლის წითელ უჯრედებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი აკისრია ჩვენი ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის, რადგან სწორედ მათი დახმარებით ტრანსპორტირდება და მიეწოდება ჟანგბადი შინაგან ორგანოებს. მათ დეფიციტს მედიცინაში ანემიის სახელწოდებით ვიცნობთ.

სინამდვილეში, არსებობს ანემიის რამდენიმე ტიპი, თუმცა მათგან ყველაზე გავრცელებული ორგანიზმში რკინის დეფიციტითაა განპირობებული. ამ ელემენტს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებისთვის.

რკინის მარაგის შევსება ჩვენს ორგანიზმში სავსებით შესაძლებელია სხვადასხვა საკვები პროდუქტების მიღებით. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოცემული უსიამოვნო მოვლენისგან იტანჯება, უახლოეს მომავალში შეიძლება თავი იჩინოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა სხვადასხვა სერიოზულმა პრობლემებმა.

რკინის დეფიციტზე მიმანიშნებელი სიმპტომებია: ქრონიკული დაღლილობა, კონცენტრირების უნარის დაქვეითება, თავის ტკივილები, ხასიათის ცვლილებები, სისუსტე და ენერგიის ნაკლებობა.

იმისათვის, რომ თავი აარიდოთ სავალალო შედეგებს და დაამარცხოთ ან თავიდან აირიდოთ ანემია, გაამდიდრეთ კვების რაციონი შემდეგი პროდუქტებით: ქათმის ხორცი, თევზი, შვრიის ფანტელები, ქიშმიში, კომბოსტო, ისპანახი და სხვა ბოსტნეული. მაქსიმალურად შეეცადეთ, თქვათ უარი ალკოჰოლზე.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებისა, არსებობს ერთი გასაოცარი საშუალება, რომლის დახმარებითაც უმოკლეს ვადაში შეძლებთ ორგანიზმში რკინის მარაგის შევსებას და სისხლის შემადგენლობის გაუმჯობესებას.

ინგრედიენტები:

  • 200 გრამი ნატურალური თაფლი;
  • 150 გრამი გოგრის თესლი (აუცილებლად ნედლი და უმარილო);
  • 1 ლიმონის წვენი;
  • 100 გრამი ნუში (აუცილებლად ნედლი და უმარილო).

ინსტრუქცია:

1. დაფქვით გოგრის თესლი და ნუში ბლენდერის გამოყენებით. მიღებულ ნარევში ჩაამატეთ მოცემული რაოდენობით თაფლი, ლიმონის წვენი და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

2. მზა ნარევი გადაიტანეთ მინის ქილაში, რომელსაც მჭიდროდ ეფარება თავსახური და შეინახეთ ის მაცივარში.

3. მიიღეთ ეს საოცრად სასარგებლო საშუალება 1 ჩ.კ. ოდენობით ჭამამდე 15 წუთით ადრე, დღეში 3-ჯერ.

ყურადღება: პაციენტებმა, რომელთაც დიაბეტი აწუხებთ, აუცილებლად უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან მოცემული საშუალების მიღებამდე.