ღრმა ვენების თრომბოზი - 8 სიმპტომი, რომლის იგნორირებაც არ შეიძლება!

ღრმა ვენების თრომბოზი - 8 სიმპტომი, რომლის იგნორირებაც არ შეიძლება!
უნდა ვაღიაროთ, რომ ადამიანების უმრავლესობას არ გვიყვარს ექიმთან სიარული, რის გამოც ხშირად სხვადასხვა პრობლემას ვაიგნორებთ, იმის მაგივრად, რომ ძირფესვიანად გამოვიკვლიოთ, შევისწალოთ იგი და ვიზრუნოთ მის გადაჭრაზე. რიგ შემთხვევებში, გარკვეული სიმპტომების არსებობის დროს უკეთესია დაუყონებლივ მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის, ვიდრე დაელოდოთ სასწაულს, რომ კონკრეტული დაავადება ან პრობლემა თავისით ჩაივლის... დღეს ''Fpaparazzi''_ის რედაქციაში გადავწყვიტეთ მოგვეთხრო თქვენთვის ღრმა ვენების თრომბოზის შესახებ, რომელიც ძირითადად 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს აღენიშნებათ. ამ საშინელი, აუტანელი პრობლემის გამომწვევ მიზეზად შესაძლოა ცხოვრების უმოძრაო სტილი და მავნე ჩვევები იქცეს.

ღრმა ვენების თრომბოზი - დაავადება, რომლის დროსაც ვენებში წარმოიქმნება თრომბები. ვარიკოზისგან განსხვავებით, ამ პრობლემის აღმოჩენა და დიაგნოსტიკა არც თუ ისე მარტივია.

ამ საშინელი დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზები:
  • ჭარბი წონა;
  • ხანდაზმულობა;
  • ხშირი ავიამოგზაურობა;
  • ცხოვრების მჯდომარე სტილი;
  • მოწევა;

როგორც წესი, თრომბები ქვედა კიდურებში წარმოიქმნება, თუმცა სავსებით შესაძლებელია, რომ ისინი დაიძრას და ვენების გავლით მოხვდეს და დაბლოკოს ფილტვების, თავის ტვინის ან გულის სისხძარღვები. ეს ფაქტი დიდი ალბათობით ფატალურ შედეგებამდე მიგვიყვანს... ექიმები, როგორც წესი, ამ დაავადებას ფლებოგრაფიის (ვენების რენტგენის) წყალობით ავლენენ და დროულად იწყებენ მკურნალობას, თუმცა არსებობს სიმპტომები, რომელთა არსებობა სწორედ ღრმა ვენების თრომბოზზე მიუთითებს.

1. შეშუპება

ღრმა ვენების თრომბოზი - 8 სიმპტომი, რომლის იგნორირებაც არ შეიძლება!

ადრეულ სტადიაზე ღრმა ვენების თრომბოზი გამოიხატება ქვედა კიდურების შეწითლებასა და შეშუპებაში. ვენების ბლოკირების შედეგად კიდურში გროვდება ზედმეტი სითხე, რაც იწვევს მის შეშუპებას.

2. დასიებული ვენები



ალბათ იცით, რომ ვარიკოზისთვის ვენების გაფართოება, გაგანიერება და დასიებაა დამხასიათებელი. როგორც წესი, ჩვენთვის ამ საკითხის ესთეტიკური მხარე გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად ის ფაქტი, რომ ჩვენი ჯანმრთელობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას... მიაქციეთდიდი ყურადღება ამ საკითხს! იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ვენების დასიება აგეღნიშნებათ, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს!

3. პულსირებადი ტკივილი



სავსებით ნორმალურია, როდესაც გარკვეული პრობლემის დროს ტკივილები გვაწუხებს, თუმცა ძალზედ მნიშვნელოვანია დიდი ყურადღება მივაქციოთ ამ ტკივილების ხასიათს: იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ძლიერი პულსირებადი, ფეთქებადი ტკივილი გაწუხებთ ხელებისა და ფეხების არეში, ეს დიდი ალბათობით ღრმა ვენების თრომბოზითაა განპირობებული.

4. კიდურების წვა



ვენების თრომბოზის დროს შეშუპებისა და ტკივილის პარალელურად თქვენ შესაძლოა განიცადოთ აუტანელი წვა ხელებისა და ფეხების არეში. გაითვალისწინეთ, რომ სისხლძარღვების ანთებითმა პროცესმა შეიძლება მიგვიყვანოს ისეთ სერიოზულ დაავადებამდე, როგორიც ართრიტია.

5. დაღლილობა



ცნობისთვის, ქრონიკული დაღლილობა უამრავი დაავადების ნიშანია და ის იმდენად გავრცელებულია, რომ მას სერიოზულად აღარც კი აღვიქვამთ.

6. უეცარი თავბრუსხვევა



უეცარი თავბრუსხვევა შესაძლოა უამრავი მიზეზით იყოს გამოწვეული, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ თრომბები შეიძლება გადაადგილდეს გულის მიმართულებით, ამ პრობლემას დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ და სერიოზულად აღიქვათ იგი, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაბალი არტერიული წნევა აგეღნიშნებათ.

7. სისხლიანი ნახველი



სისხლიანი ნახველი - ფილტვის არტერიის ემბოლიის გავრცელებული ნიშანი, რომელიც ღრმა ვენების თრომბოზის გართულებულ სახეობას წარმოადგენს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ეს პრობლემა აგეღნიშნებათ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს!

8. სუნთქვის უკმარისობა



სუნთქვის უკმარისობა ფილტვის არტერიის ემბოლიის კიდევ ერთი სიმპტომია, რომლის იგნორირებაც არაფრით შეიძლება. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არასდროს გქონიათ ასთმა ან სხვა მსგავსი დაავადება, თუმცა ეს პრობლემა მაინც გაწუხებთ, მიმართეთ ექიმს დახმარებისთვის.

იმ შემთხვევაში, თუ ამ რვა ნიშნიდან ერთ-ერთი მაინც აგეღნიშნებათ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს დახმარებისთვის. ჯანმრთელობის ფასი არაფერია! არ დაგავიწყდეთ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება!