ბაზარში ყურძენი შევიძინე. დავაკვირდი და, თეთრი ნადებით იყო დაფარული...
ძალიან მიყვარს ყურძენი. ყოველ წელს მოუთმენლად ველოდები აგვისტოს, მწიფე და ტკბილი ნაყოფით რომ დავტკბე.
გუშინ ჩემმა ქმარმა ბაზარში 1 კგ ყურძენი იყიდა. ლამაზი და მსხვილი მარცვლები ჰქონდა, მაგრამ კარგად რომ დავაკვირდი, თეთრი ნადები აღმოვაჩინე.
თავიდან ვიფიქრე, რომ ასეთი ჯიშისაა, მაგრამ შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ ეს ყურძნის დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს.
თეთრი ნადები ყურძენზე
ყურძნის უამრავი ჯიში არსებობს, თუმცა, ის შეიძლება დაავადებული იყოს. ჩვენ მოგითხრობთ, როგორ გაარჩიოთ ჯანსაღი ყურძენი დაავადებულისგან.
მცირე თეთრი ნადები გვხვდება ჯიშში „მოლდოვა“ და „ჰამბურგული მუსკატი“. მეორე ჯიშის შემთხვევაში შავი ყუნწები ნადებითაა დაფარული და ეს დაავადების ნიშანი არაა, უბრალოდ ბიოლოგიური თავისებურება.
მაგრამ თუ თეთრი ნადები მარცვლებზე და ფოთლებზეა, ე.ი. სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე.
თუ მარცვლების ზედაპირზე ფქვლის მსგავსი ნადებია, ეს იმის ნიშანია, რომ ყურძენი დაავადებულია ოიდიუმით. თუ დაავადების ნიშნებს საწყის სტადიაზე შენიშნავთ, მოაცილებთ დაავადებულ მარცვლებსა და ფოთლებს, მისი კერა ჩაცხრება და თეთრი ნადებიც გაქრება.
შეხედეთ მცენარის ფოთლის უკანა მხარეს. თუ ფაფუკ ნადებს შენიშნავთ, ყურძენი დაავადებულია მილდიუთი. ამ დაავადების საწყის სტადიაზე გამოვლენა რთულია. ყურძენს უჩნდება ზეთოვანი ყვითელი ლაქები და წვიმის შემდეგ იფარება მსუბუქი ნადებით.
დაავადებები ოიდიუმი და მილდიუ ძალიან საშიშია, რადგან აზიანებს მთელ მოსავალს. თეთრი ნადები ასევე საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
რედაქციის რჩევა
ყურძნის დაავადებებს შესანიშნავად ებძვის კალიუმპერმანგანატის მოპკურება. ხსნარის მომზადება ადვილია: 1 ლიტრ თბილ წყალში დაამატეთ კალიუმპერმანგანატის 10 კრისტალი, წყალი ვარდისფერი უნდა იყოს. მოაპკურეთ ყურძენს კვირაში ერთხელ. ასეთი ზომის მიღება სასარგებლოა პროფილაქტიკის მიზნითაც.