7 რამ, რაც უნდა გააკეთოს ყოველმა ქალმა, მკერდის კიბოს განვითარების რისკის შესამცირებლად

7 რამ, რაც უნდა გააკეთოს ყოველმა ქალმა, მკერდის კიბოს განვითარების რისკის შესამცირებლად
არაკომერციული ორგანიზაციის Breastcancer.org მონაცემების მიხედვით, აშშ-ში ყოველი მე-8 ქალი ცხოვრების განმავლობაში ხვდება სარძევე ჯირკვლისკიბოს განვითარების პრობლემას. ამ უსიამოვნო სტატისტიკიდან გამომდინარე, ეს პრობლემა შეიძლება ნებისმიერს შეეხოს თქვენს ირგვლივ. საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე ბუნებრივი ხერხი, სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების შესამცირებლად.

გთავაზობთ მათგან ყველაზე ეფექტურებს:

ჩართეთ ყოველდღიურ რაციონში სოკო

კვლევების თანახმად, ქალი, რომელიც დღეში მინიმუმ 10 გრ ქამა სოკოს მიირთმევს, 64%-ით მეტად არის დაცული ამ დაავადების განვითარებისგან. ქამა სოკო ესტორგენის გამომუშავებას ამცირებს და ამყარებს იმუნურ სისტემას.

გამორიცხეთ ალკოჰოლი



კვლევების თანახმად, 1-2 ბოკალი ალკოჰოლი სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს ამაღლებს, რომელიც შეიძლება იყოს პროვოცირებული ესტორგენითა და პროგესტერონით. გირჩევთ დაფიქრდეთ, სანამ ალკოჰოლს მიიღებთ.

ერიდეთ პესტიციდებს

ზოგიერთი პესტიციდის მოლეკულარული სტრუქტურები ზემოქმედებს ორგანიზმის უჯრედების რეცეპტორებზე. კვლევები უჩვენებს, რომ ქალები, რომელთა სარძევე ჯირკვლის უჯრედები დიდი ოდენიბით პესტიციდებს შეიცავს, უფრო მიდრეკილნი არიან ამ დაავადების განვითარებისკენ.გირჩევთ შეძლებისდაგვარად მიირთვათ ორგანული პროდუქტები.

დალიეთ მეტი ჩაი



კვლევების თანახმად, 50 წლამდე ქალები, რომლებიც დღეში 3 ჭიქა ჩაის სვამდნენ, 37%-ით მეტად არიან ამ დაავადბეისგან დაცული. ჩაის ფლავონოიდები (ანტიოქსიდანტის სახეობა) ეხმარება თავისუფალი რადიკალების მოქმედების შედეგების ნეიტრალიზებაში, რომლებიც კიბოს მაპროვოცირებელია.

შეზღუდეთ ორგანიზმის რადიაციული დასხივება

კვლევების თანახმად, გულმკერდის რენტგენი, განსაკუთრებით მომწიფების ასაკში - ზრდის სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს.

გამორიცხეთ ცხიმიანი საკვები


7 რამ, რაც უნდა გააკეთოს ყოველმა ქალმა, მკერდის კიბოს განვითარების რისკის შესამცირებლად

კვლევების თანახმად, ქალებს, რომლებიც ყოველდღიურად 70 გრ ცხიმიან წითელ ხორცს მირთმევდნენ, 56-%-ით მაღალი რისკი ჰქონდათ სარძევე ჯირკვლის კიბოს განვთარების, მათგან განსხვავებით, ვინც ხორცს არ მოიხმარდა.

დაისვენეთ მეტი


არსებობს ჰიპოთეზა, რომელიც ასევე ამაღლებს სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს. ისრალესი ჩატარებული კვლევის თანახმად, ქალები, რომლებმაც ერთზე მეტი სტრესი გადაიტანეს ცხოვრებაში, მაგალითად მეუღლის გარდაცვალება - დიდი რისკის ქვეშ არიან. შესაბამისად, ოპტიმიზმი და ბედნიერების შეგრძნება ამ რისკს საგრძნობლად ამცირებს.