სახელდახელოთ მომზადებული ძროხის ხორცის ბულიონი

სახელდახელოთ  მომზადებული  ძროხის  ხორცის ბულიონი
ფერის მიხედვით ბულიონი შეიძლება იყოს თეთრი, ყვითელი და მოწითალო. მისი გემო კი დამოკიდებულია იმ პროდუქტებზე, რომლებითაც იგია შენელებული.
თუ, ხორცს მოსახარშად ცხელი წყალი დავასხით, ბულიონი უხარისხო გამოვა, ვინაიდან მდუღარეში ჩადებისთანავე ცილები იკუმშება და ხორცის ზედაპირზე გაჩდება გარსი, რაც ხელს შეუშლის ხორციდან ნოყიერ ნივთიერებათა გამოყოფას.

ძროხის ხორცის ბულიონი

ინგრედიენტები:
  • ხორცი - 500 გრ,
  • სტაფილო, ხახვი და ოხრახუში - თითო საშუალო ძირი,
  • მარილი - გემოვნების მიხედვით.

მომზადების წესი:
მოვაცილოთ ძვლებს ხორცი. ძვლები დავჩეჩქვოთ, ხორცი კი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ყველაფერი ეს ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ ცივი წყალი და ასე დავტოვოთ 25 - 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ შევდგათ ნელ ცეცხლზე. დუღილის დაწყებიდანვე ქვაბში ჩავყაროთ ხახვი, სტაფილო და ოხრახუშის ძირები. 20 წუთის შემდეგ შევაზავოთ მარილით. ბულიონი ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 30 - 40 წთ, შემდეგ გავწუროთ და ვიხმაროთ, როგორც ჩვეულებრივი ბულიონი. მოხარშული დაკეპილი ხორცი გამოვიყენოთ პატარა ღვეზელების სატენად.
სტატიის ავტორი: ნინო ხოფერია
სტატიის წყარო:საოჯახო წიგნი