ამ დიეტის მიზანია - მიმზიდველი, მკვრივი და მაცდური დუნდულები.
მიზანი - მიმზიდველი, მკვრივი, მაცდური დუნდულები. თუკი რაც მეტს ჭამთ, მით მეტად სუქდება, შეეცადეთ დაბალკალორიულ საკვებზე გადახვიდეთ, ცოტ - ცოტა მიირთვათ და განსაზღვრულ საათებში. გარდა, ამისა დაიმახსოვეთ, რომ ასეთ დროს მაგიდასთან ხანგრძლივი ჯდომა საზიანოა.
რეკომენდირებული ხუთჯერადი კვება გარკვეული სახის პროდუქტებისგან შემდგარი მენიუს დაცვით ( ამ მენიუს ადამიანი თავად ადგენს, დაიმახსოვრებს რა, რომელი და რა სახის პროდუქტებია დაშვებული). დიეტის დაცვა შვებულების დროს სჯობს, რადგან ხუთჯერადი კვების სამსახურში უზრუნველყოფა საკმაოდ პრობლემული კი არა, თითქმის შეუძლებელია.
აი, დიეტაც:
სავარჯიშო:

- 1 კვერცხი გახუხულ პურთან ერთად, მოშუშული პამიდორი.
- 1 თეფში სამარხვო სუპი, 2 ხრაშუნა პური (ე.წ. ხლებცი ), 100 გრ ყველი.
- 1 კანგაცლილი ქათმის ფეხი ( მოხარშული ), ბოსტნეულის სალათის საკმაოდ დიდი ულუფა, ქატონარევი ფქვილის ფუნთუშა.
- 175 გრ მოხარშული კარტოფილი, ბოსტნეულის სალათის საკმაოდ დიდი ულუფა, 2 სუფრის კოვზი მოხარშული ლობიო.
- მშრალი ღვინო, ნაკლებცხიმიანი მაწონი ან იოგურტი, თევზი და ა.შ.
სავარჯიშო:
- თუ რამე ქვედა უჯრედიდანაა ამოსაღები - კი არ დაიხაროთ, არამედ ყოველ ჯერზე ჩამუხლება სცადეთ. თუ იმის დრო და საშუალებაც გაქვთ რომ 10 - ჯერ ჩაჯდეთ და გაიმართოთ, კიდევ უკეთესი.
- მაგარ სკამზე დაბრძანდით და საჯდომი კუნთები დაძაბეთ, მერე მოდუნდით, მერე ისევ დაძაბეთ: ეს ყველაფერი 50 - ჯერ გაიმეორეთ დღის განმავლობაში.
- ზურგზე დაწექით, მუხლები აწეულია, ტერფები მხრების სიგანეზე უნდა გქონდეთ, ხელები გაშლილია, ხელისგულებით ქვევით და დევს იატაკზე სხეულის გვერდით... საჯდომი კუნთები მაქსიმალურად დაძაბეთ და თეძოები წამოსწიეთ, მერე დაუშვით, მერე ისევ წამოსწიეთ და ასე 10 -ჯერ.