ზაფხულის კერძი - უგემრიელესი ცივი სუპი ჭარხლით
წვნიანი კერძი - სუპი, სადილის პირველ თავად ითვლება. იგი ადვილი მოსანელებელია, მას მაქსიმალურად ითვისებს ადამიანის ორგანიზმი. ზაფხულის პერიოდში ცივი სუპები მეტად სასიამოვნო კერძია. ცივი სუპების ზედმეტად გაცივება იწვევს კუჭ - ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას. სუპში ყინულის ნაჭრების ჩაყრა დაუშვებელია.
ცივი სუპი ჭარხლით
ინგრედიეტები:
მომზადების წესი:
წითელი ჭარხალი მოვხარშოთ თავის ფოთლებიანად დარბილებამდე. შემდეგ ცალკე ქვაბში მოვხარშოთ სტაფილო. ჭარხლისა და სტაფილოს ძირები დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ფოთლები კი დავსრისოთ და გავატაროთ საცერში. ყველაფერი ეს ავურიოთ ერთმანეთში დამატებით ჩავაჭრათ კიტრი, მოხარშული კვერცხები და ლიმონის თხელი ნაჭრები. დავასხათ ბურახი და მოვათავსოთ ცივ ადგილას. სუფრაზე მიტანის დროს დავასხათ ათქვეფილი მაწონი.
გემრიელად მიირთვით!
ცივი სუპი ჭარხლით
ინგრედიეტები:
- ჭარხალი - 500 გრ,
- სტაფილო - 100 გრ,
- კვერცხი - 4 ცალი,
- კიტრი - 4 - 5- ცალი,
- მაწონი - 2 ჩაის ჭიქა,
- ლიმონი - 1 ცალი,
- ბურახი - 10 ჩაის ჭიქა.
- კამა, ქინძი და მარილი - გემოცნების მიხედვით.