ამ ხერხით იკურნებიან სტენოკარდიით დაავადებული ყველაზე მძიმე პაციენტებიც კი...
სტენოკარდია გულის კუნთის ხანმოკლე, შექცევადი იშემიით გამოწვეული სინდრომია, რომელიც გამოიხატება ტკივილით ან დისკომფორტით გულმკერდის არეში, მკერდის ძვლის უკან, ირადიაციით ქვედა ყბაში, მხარში, ზურგში, ეპიგასტრიუმში ან ხელში.
სტენოკარდიული შეტევის დროს ადგილი აქვს კორონაროსპაზმს. შევიწროებულ სისხლძარღვში სისხლი მცირე რაოდენობით გაედინება. გულის კუნთის იმ ნაწილს, რომელსაც ეს კორონარი კვებავს, აკლდება ჟანგბადი. ვითარდება შეუსაბამობა გულის მუშაობასა და ამ სამუშაოს შესასრულებლად საჭირო სისხლით მომარაგებას შორის. სწორედ ეს არის გულის კუნთის მწვავე იშემია. სტენოკარდია კი ერთგვარი სიგნალია, რომელსაც გულის გასაჭირის დროს გზავნის.
სტენოკარდიის დროს მისაღები ხალხური რეცეპტები:

- სტენოკარდიის დროს, რომელსაც ახლავს ქოშინი, რეკომენდებულია ნივრისა და თაფლის მიღება. მომინანქრებულ ჭურჭელში ჩაწურეთ 10 ცალი ლიმონის წვენი ( ლიმონი შეგიძლიათ გაატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ). დაუმატეთ 5 თავი დაქუცმაცებული ნიორი და შეურიეთ 1ლ თაფლი, ამის შემდეგ დადგით გრილ ადგილას ერთი კვირით. მიიღეთ 4 ჩ/კ დღეში ერთხელ, ნელ - ნელა. მკუნალობის ხანგრძლივობა - 2 კვირა.
- სტენოკარდიის დროს შველის შავბალახას ნედლი ბალახის წვენი. ზამთრისთვის წვენი დააკონსერვეთ. წვენს დაასხით სპირტი, ან არაყი, თანაფარდობით 1:1 მიიღეთ 1 ჩ/კ 3 - ჯერ დღეში, ერთი თვის განმავლობაში.
- სტენოკარდიის დროს შველის კუნელის და ასკილის ნაყენი: 7 ს/კ კუნელის და ასკილის ნარევს დაასხით 2 ლ მდუღარე წყალი, დადგით თბოიზოლაციურ სადგამზე, კარგად შეფუთეთ და გააჩერეთ ერთი დღე - ღამის განმავლობაში, გაწურეთ და შედგით 2 - 3 კვირის განმავლობაში. ამ ხერხით იკურნებიან ის ავადმყოფებიც, რომლებსაც მხოლოდ ნიტროგლიცერინი შველოდათ.
- კორონალური სისხლის მიმოქცევის ქრონიკული დარღვევის და პულსის დარღვევის დროს 1 /კ კატაბალახას დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ ღამის განმავლობაში თერმოსში. მიიღეთ 1/3 ჩ/ჭ 3 -ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 2 - 3 კვირის განმავლობაში.