მეტალის ღრუბელი - საუკეთესო ინსტრუმენტი სახლისთვის. არასდროს იჩქაროთ მისი გადაგდება

მეტალის ღრუბელი - საუკეთესო ინსტრუმენტი სახლისთვის. არასდროს იჩქაროთ მისი გადაგდება
მეტალის ღრუბელი თითქმის ყველა სამზარეულოში მოიპოვება. ჩვენი დედები და ბებიები მას ნიჟარის და გაზქურის ბადის გასაპრიალებლად, ტაფებიდან და ქვაბებიდან ცხიმის მიმწვარი ლაქების მოსაშორებლად იყენებენ. სინამდვილეში, მეტალის სახეხი შეგვიძლია გამოვიყენოთ მრავალი ალტერნატიული დანიშნულებით. ეს უნივერსალური მასალაა, რომელიც ყოველდღიური საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრაში გვეხმარება.

FPAPARAZZI-ს რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო და სასარგებლო რჩევას. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია გამოგადგებათ.



მეტალის ღრუბელი

  1. მაკრატლის პირის გალესვა
    თუ მაკრატელს პირი დაუბლაგვდა, მისი გამოყენებით გაჭერით მეტალის სახეხი რამდენიმე ადგილზე. ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მაკრატლის პირები საოცრად ბასრი გახდება.



  2. ფეხსაცმლის გაწმენდა
    ფეხსაცმლის რეზინის ძირს პირვანდელ სიქათქათესა და ბზინვარებას დაუბრუნებთ, თუ მას მეტალის ღრუბლით გახეხავთ.



  3. ჟანგის მოშორება
    მეტალის სახეხის გამოყენებით ჟანგის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან მარტივია. უბრალოდ გახეხეთ სასურველი ნივთი ამ მასალით და შედეგს მყისიერად შეამჩნევთ.



  4. ხის ზედაპირის გაპრიალება
    აიღეთ ღრუბელი და ჩაალბეთ ის ძმარში. შეუდექით ხის ზედაპირის გაპრიალებას. აკეთეთ მსუბუქი მოძრაობები, რათა არ დაკაწროთ ის.



  5. ლურსმნის საიმედოდ დაფიქსირება
    შემოახვიეთ ლურსმანს მეტალის ღრუბლის რამდენიმე მავთული და დააჭედეთ სასურველ ადგილზე. ის ხანგრძლივი დროის განმავლობაში საიმედოდ იქნება დაფიქსირებული.



  6. თავის დაცვა მღრღნელებისგან
    შენიშნეთ ისეთი ადგილი, საიდანაც მღრღნელები თქვენს სახლში აღწევენ? ამოავსეთ ხვრელები მტალის სახეხით, რათა სამუდამოდ დაივიწყოთ მოცემული პრობლემის შესახებ.



  7. მილები აღარასდროს დაბინძურდება
    თუ თქვენ ნიჟრის სპეციალური ბადე არ გაქვთ, მოათავსეთ ხვრელში მეტალის ღრუბელი. წყალი მასში არაჩვეულებრივად გაივლის, ხოლო ყველაფერი ზედმეტი ამ ფილტრზე დარჩება.



  8. ცეცხლის დანთება
    9 ვოლტიანი ელემენტისა და რკინის ღრუბლის დახმარებით ცეცხლის დანთება მარტივად არის შესაძლებელი. ღრუბლის მავთულებისგან გააკეთეთ პატარა ბურთულა. მისი ერთი თავი დაადეთ ელემენტს + მხარეზე, ხოლო მეორე - მინუს მხარეზე. გამოიჩინეთ სიფრთხილე, რათა არ დაიწვათ თითები.



ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფრომაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!