10 შთამბეჭდავი ტრუკი ცეცხლის გამოყენებით, რომელთა გაკეთება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ

10 შთამბეჭდავი ტრუკი ცეცხლის გამოყენებით, რომელთა გაკეთება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ
ილუზია ზოგისთვის საძულველი, ხოლო ზოგისთვის საინტერესო და გასართობი რამაა. დღესდღეობით ილუზიონისტებს ჯადოქრებად აღარავინ მიიჩნევს, მათი მრავალი ხრიკი კი საზოგადოებისთვის უკვე კარგადაა ცნობილი. გსმენიათ რაიმე ცეცხლის ილუზიის შესახებ? ისინი მასებისთვის ნაკლებადაა ცნობილი. ადამიანები მიჩვეულნი არიან ნომრებს კარტის, მტრედისა, თუ პატარა ბურთების გამოყენებით. ცეცხლის ილუზია ყველაზე შთამბეჭდავი რამაა, მისი შექმნა კი რთული სულაც არ გახლავთ. ამ სტატიაში ჩვენ რამდენიმე მათგანს გასწავლით, რომელთა ცოდნითაც უამრავი ადამიანის გაკვირვებას შეძლებთ.

10 შთამბეჭდავი ტრუკი ცეცხლის გამოყენებით, რომელთა გაკეთება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ

  1. ალის მოგზაურობა

    თქვენ დაგჭირდებათ შანდალი, სანთებელა და სანთელი. როგორც კი სანთელს აანთებთ მაშინვე ჩართეთ სანთებელა და ასწიეთ, ალი მას აუცილებლად აჰყვება. იმ შემთხვევაში, თუ სანთებელას კიდევ უფრო ზემოთ ასწევთ ალი პირვანდელ ზომას დაუბრუნდება.

  2. წყლით თამაში

    აიღეთ თეფში, ბუნებრივი საღებავი, შუშა, სანთელი და წყალი. აურიეთ საღებავი და წყალი ერთმანეთში, შემდეგ მიღებული სითხე თეფშზე გადმოასხით და სანთელი შუაში ჩადგით . შუშები თეფშს გარშემო შემოულაგეთ და სითხე ნელ-ნელა ზემოთ აიწევს.

  3. სანთელი ფანქარი

    დადგით თეფშზე მომჭერით დამაგრებული ფერადი ცარცი,შემდეგ ცეცხლი მოუკიდეთ და უჩვეულო სანთელიც მზად იქნება.

  4. პინგ-პონგის მოგორავე ბურთები

    დადეთ ლანგარზე პინგ-პონგის ბურთი და მას ზემოდან ცეცხლი მოუკიდეთ.

  5. სასწორი

    ლურსმნიანი სანთელი მოათავსეთ ორ ჭიქას შორის და ტრუკიც მზად არის.

  6. ბოთლის ცეცხლი

    აიღეთ მაღალი ბოთლები და სპირტით გაწმინდეთ ისინი. ჩაასხით შიგნით ცოტაოდენი სპირტი და ცეცხლი მოუკიდეთ.

  7. მომღერალი მილი

    აანთეთ სარჩილავი მოწყობილონა (პაიალნიკი) და მასზე ვერტიკალურად დაიჭირეთ მეტალის ნახვტენებიანი მილი, ის სიმღერას დაიწყებს!

  8. შავი გველი

    ეს ექსპერიმენტი საჭიროებს სანთებელას, სპირტს, საკვებ სოდას, შაქარს და გაზქურას. ყველა ინგრედიენტი თეფშზე განათავსეთ, დაასხით სპირტი და ცეცხლზე დადგით, შედეგად გასაოცარ სანახაობას მიიღებთ.

  9. ცეცხლოვანი ტორნადო

    გაწმინდეთ მეტალის კონტეინერი სპირტით, ჩადეთ იგი ფოტოზე ნაჩვენებ მსგავს ურნაში. ურნა მოათავსეთ მეტალის გამტარზე და კონტეინერს ცეცხლი მოუკიდეთ.



ვიდეო თვალსაჩინოებისთვის: