როგორ დავირეგულიროთ არტერიული წნევა ხალხური რეეპტებით
არტერიული ჰიპერტენზია ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც კი ექიმი თავის პრაქტიკაში შეიძლება შეხვდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველ მეხუთე ადამიანს ჰიპერტონია აღენიშნება. საქართველოში არტერიული ჰიპერტენზიის გავრცელება მაღალია და ყველაზე ცუდი ის არის, რომ მისი მაშტაბი იზრდება, განსაკუთრებით - შრომისუნარიან მოსახლეობაში. ფსიქიკური გადატვირთვა, სტრესი, უძილო ღამეები, თამბაქოს წევა - ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, ხელს უწყობს ჰიპერტონიული დაავადების განვითარებას.
რეცეპტები, რომლებიც არეგულირებენ არტერიულ წნევას:
რეცეპტები, რომლებიც არეგულირებენ არტერიულ წნევას:
- შავნაყოფა არონია. ნაყოფის წვენი მსუბუქად და თანდათან აქვეითებს წნევას. იღებენ 50 - 50 მლ 2 - 3-ჯერ დღეში, 1 თვის განმავლობაში. 10 - დღიანი შესვენების შემდეგ იმეორებენ კურსს.
- მდელოს სამყურად ყვავილების ნაყენს იღებენ ჰიპერტონული დაავადების ყველა სტადიისა და ჰიპერტონიის თირკმლისმიერი ფორმის დროს. 1 ს/კ ყვავილებს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე, დავაყენოთ 1 სთ. ვსვათ ნახევარ - ნახევარი ჭიქა 3 - ჯერ დღეში.
- ყოველდღიურად მიიღეთ შემდეგი შემადგენლობის ნარევი: ჭარხლის წვენი 1 ჭიქა, მაისის თაფლი 1 ჭიქა. კარგად აურიეთ და სვით თითო ს/კ 3 -4 -ჯერ დღეში.
- მოვხარშოთ კარტოფილი კანიანად და ვსვათ კარტოფილის ნახარში წყლის მაგივრად, დღეში რამდენჯერმე.
- ვჭამოთ ნებისმიერი სახით ხახვი. შეიძლება მოვამზადოთ შემდეგი შემადგენლობა ხახვის წვენთან ერთად: 3 კგ ხახვიდან გამოვწუროთ წვენი, თაფლი - 500 გრ, კაკლის ტიხარი - 25 ცალი, არაყი - 500 მლ, დავაყენოთ ბნელ და თბილ ადგილას, შემდეგ გავწუროთ. მივიღოთ თითო ს/კ 3 - 4- ჯერ დღეში.