რატომ გვიშუპდება ქვედა კიდურები და როდის უნდა მივმართოთ ექიმს
შეშუპება ორგანიზმის ქსოვილებსა და ღრუებში სითხის ჭარბი დაგროვებაა. იგი ერთ - ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სიმპტომია. როდის იჩენს თავს და რომელ დაავადებაზე მიუთითებს, როგორ ვიმოქმედოთ შეშუპების შემთხვევაში და როდის მივმართოთ ექიმს ქვემოთ ვისაუბრებთ ამაზე.
თუ ფეხები გიშუპდებათ
სითხის დაგროვებას იწვევს:
პრაქტიკული რჩევები:
სიფრთხილით გამოიყენეთ შარდმდენი პრეპარატები - შეშუპების მკურნალობა დაგროვილი სითხის ორგანიზმიდან გამოძევება კი არა, მისი მიზეზის აღმოფხვრაა.
თუ ფეხები გიშუპდებათ
სითხის დაგროვებას იწვევს:
- გულის უკმარისობა (შუპდება ორივე კიდური );
- ფლეფიტი (ცალი კიდური);
- ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
- თირკმლის დაავადებები ( შეშუპებულია მთელი სხეული );
- ღვიძლის დაავადებები;
- შიმშილი (მკაცრი დიეტები);
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება;
- ქვედა კიდურების ვენით ჩატარებული კორონარული შუნტირება;
- პრეპარატები;
- პერიკარდიტი;
- ცხოვრების წესთან დაკავშირებული ფაქტორები.
- შეშუპების ყველაზე გავრცელებული მიზეზებია გულის უკმარისობა და ფლებიტი.
პრაქტიკული რჩევები:
- ჩაიცვით მოხერხებული ფეხსაცმელი
- თუ დიდხანს დგომა გიწევთ, გამოიყენეთ სპეციალური სამკურნალო წინდები, რომლებიც ხელს უშლის შეშუპებას.
- ნაკლებად გამოიყენეთ სუფრის მარილი.
- თუ შეშუპება გახანგრძლივდა და რეჟიმის შეცვლა არ გშველით, მიმართეთ ექიმს.
- სასტიკად არის აკრძალული ყოველგვარი თვითდიაგნოსტიკა და მკურნალობა.
სიფრთხილით გამოიყენეთ შარდმდენი პრეპარატები - შეშუპების მკურნალობა დაგროვილი სითხის ორგანიზმიდან გამოძევება კი არა, მისი მიზეზის აღმოფხვრაა.