2 კომპონენტიანი საშუალება ვენების ვარიკოზისა და თრომბოზის სამკურნალოდ

2 კომპონენტიანი საშუალება ვენების ვარიკოზისა და თრომბოზის სამკურნალოდ
ვენების ვარიკოზული გაგანიერება საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ყველაზე ხშირად სუსტი სქესის წარმომადგენლებს აწუხებთ. როგორც წესი, ეს დაავადება ქვედა კიდურებზე, ფეხებზე იჩენს თავს. ვენების გაგანიერება მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა არ არის, ის დიდ დისკომფორტთან და ტკივილებთანაა დაკავშირებული. თუ თქვენ დროულად არ იზრუნებთ პრობლემის გადაჭრაზე, მან შეიძლება გაცილებით რთული და მასშტაბური ფორმები შეიძინოს.

რაც შეეხება თრომბებს, მაიოს კლინიკის რწმუნებით, მათი წარმოქმნა შეიძლება განაპირობოს ნებისმიერმა ფაქტორმა, რომელიც სისხლს ნორმალურად ცირკულირებაში უშლის ხელს. ეს სერიოზული სამედიცინო მდგომარეობაა, რომელიც შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს, თუ დროულად არ ვიზრუნეთ პრობლემის გადაჭრაზე. თრომბოზის სიმპტომებია: ტკივილი, შეწითლება, ფეხების შეშუპება, სუნთქვის უკმარისობა, მხრის ტკივილი, სისხლიანი ნახველი და ა.შ.

თუ თქვენ რომელიმე ეს სიმპტომი აღგენიშნებათ სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს და გამოიკვლიეთ საკუთარი თავი!

ხალხური საშუალება ვენების ვარიკოზისა და თრომბოზის სამკურნალოდ

ინგრედიენტები:
  • 1 ჭიქა ცხვრის რძე;
  • 1 საბავშვო საპონი;

მომზადების ინსტრუქცია:

დაფქვით საბავშვო საპონი და შეურიეთ ის ცხვრის რძეში.

გამოყენების წესი:

წაისვით ეს საშუალება სხეულის დაზიანებულ ნაწილზე მიმართულებით ქვემოდან ზემოთ. გაიმეორეთ ეს პროცედურა დღეში 3-ჯერ სასურველი შედეგის მიღებამდე.

დამატებითი რჩევები ვენების ვარიკოზული გაგანიერების თავიდან ასარიდებლად:

  • როგორც კი ვენების ვარიკოზის სიმპტომებს შენიშნავთ, დაიმუშავეთ დაზიანებული ნაწილი სხეულის მშრალი ჯაგრისით. ასე თქვენ შეძლებთ ლიმფური დრენაჟის გაუმჯობესებას.
  • არ გადააჯვარედინოთ ფეხები ჯდომის დროს.
  • გაამდიდრეთ კვების რაციონი ანთების საწინააღმდეგო პროდუქტებით: ჯანჯაფილი, კურკუმა, მოცვი, ზეითუნის ზეთი, ბროკოლი და კომბოსტო.