ეს ანემიაა! 9 სიმპტომი, რომელიც არასდროს და არავითარ შემთხვევაში უნდა დააიგნოროთ
ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს რკინა. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ აუცილებელია სისხლში ჰემოგლობინის საჭირო დონის შენარჩუნება, რათა მომარაგდეს თითოეული ქსოვილი ჟანგბადით. როგორ გავიგოთ, შეესაბამება თუ არა ნორმას ჰემოგლობინის დონე? ექიმთან ვიზიტისა და სპეციალური გამოვკლევების ჩატარების გარეშე, მოცემული პრობლემის დიაგნოსტიკა მარტივად არის შესაძლებელი გარკვეულ სიმპტომებზე და ნიშნებზე დაკვირვებით.
რკინის დეფიციტი
გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს! გახსოვდეთ, ჩვენი შრომა არაფერია თქვენი გამოხმაურების გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ მოცემული ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს და დაგვიტოვეთ საკუთარი მოსაზრებები კომენტარების ველის მეშვეობით.
რკინის დეფიციტი
- მტვრევადი ფრჩხილები
თუ თქვენ რკინის დეფიციტს განიცდით, ყველაზე ძვირადღირებული მანიკურიც კი ვერ დაგეხმარებათ მტვრევადი და შეთხელებული ფრჩხილების დაფარვაში. - ცივი კიდურები
ქუჩაში აუტანელი სიცხეა, თუმცა ხელებისა და ფეხების გულები მაინც ცივი გაქვთ? ეს სიმპტომი, რომელიც ორგანიზმში რკინის დეფიციტზე მიგვითითებს, განსაკუთრებით ქალბატონებშია გავრცელებული, რადგან ამ დროს ნელდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მეტაბოლიზმი და თავს იჩენს კიდურების ანომალური ტემპერატურა. - ენის შეშუპება
ადამიანებს, რომლებიც ანემიისგან იტანჯებიან, ხშირად აღენიშნებათ ენის შეშუპება და გემოს შემგრძნები რეცეპტორების ფუნქციონირების დარღვევა. მუდმივი სიმშრალე პირის ღრუში და ენაზე ჩხვლეტის უსიამოვნო შეგრძნება მოსვენებას არ გაძლევთ? სასწრაფოდ გაესინჯეთ ექიმს. - დისგევზია (გემოს დარღვევა)
მოცემული მოვლენა სავსებით ნორმალურია ფეხმძიმე ქალბატონებში. მაგალითისთვის, თუ თქვენ ხშირად გიჩნდებათ საპნის ჩაკბეჩვის, მიწის წამის ან სულაც ყინულის ჩაღეჭვის სურვილი, გამოიჩინეთ დიდი სიფრთხილე და გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. სურვილი იმისა, რომ მიირთვათ რაიმე ისეთი, რასაც ჯასნაღი ადამიანი არასდროს გაეკარება - ორგანიზმში რკინის დეფიციტის სიმპტომია.
- ხშირი ინფექციები
თუ თქვენ ხშირად გაწუხებთ ინფექციური და გაციებითი დაავადებები, აუცილებლად გაამდიდრეთ კვების რაციონი რკინის შემცველი პროდუქტებით. - მოუსვენარი ფეხების სინდრომი
ფეხების დაბუჟება და რეგულარულად ჩხვლეტის უსიამოვნო შეგრძნების განცდა ორგანიზმში რკინის დეფიციტზე მიგვითითებს. თუ თქვენ გიჭირთ ერთ ადგილზე გაუნძრევლად ჯდომა და ვერ აჩერებთ ფეხებს ერთ მდგომარეობაში დიდი ხნით, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. დიდი ალბათობით, თქვენ ანემიისგან იტანჯებით. - კანის გაფერმკრთალება
თუ თქვენ ზედმეტად ღია ფერის კანი გაქვთ და ფიზიკური აქტივობის შემდეგაც კი ის ფერს არ იცვლის, მიმართეთ სპეციალისტს დახმარებისთვის. დიდი ალბათობით თქვენ რკინის დეფიციტისგან იტანჯებით. - სუნთქვის გართულება
თუ თქვენ ყოველგვარი მიზეზის გარეშე ხშირად სუნთქვის გართულება გაწუხებთ, დიდი ალბათობით ჰემოგლობინის დონე თქვენს სისხლში ნორმაზე გაცილებით დაბალია. - თავის ქრონიკული ტკივილები და ძილიანობა
თუ თქვენ საკმარისად გძინავთ, თუმცა მაინც გაწუხებთ დაღლილობა, აუცილებლად გაესინჯეთ ექიმს. თუ მოცემულ სიმპტომს თან თავის ქრონიკული ტკივილები ახლავს, აუცილებლად იზრუნეთ ჰემოგლობინის დონის ამაღლებაზე. როგორც ყველას კარგად მოგეხსენებათ, ჰემოგლობინი ეხმარება სისხლის წითელ უჯრედებს ფილტვებში და სხვა ორგანოებში ჟანგბადის ტრანსპორტირებაში. იმ შემთხვევაში, თუ რკინის დეფიციტს განიცდით, ეს პროცესები ირღვევა და ამის შედეგად თავს იჩენს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები.
გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს! გახსოვდეთ, ჩვენი შრომა არაფერია თქვენი გამოხმაურების გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ მოცემული ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს და დაგვიტოვეთ საკუთარი მოსაზრებები კომენტარების ველის მეშვეობით.