მინუს 20 კგ: სვეტლანა ხოდჩენკოვას დიეტა. აი, როგორ მოახერხა მან ეს

მინუს 20 კგ: სვეტლანა ხოდჩენკოვას დიეტა. აი, როგორ მოახერხა მან ეს
ერთ-ერთ ფილმში 18 წლის სვეტლანა ხოდჩენკოვას სხეული არ ეწერებოდა თანამედროვე სტანდარტებში, მალე კი პუბლიკა გააოცა და ეკრანებზე ტანწერწეტა ბალერინას სხეულით მოიწონა თავი.



თუ როგორ მოახერხა წარმატებულმა მსახიობმა 20 კილოგრამით დაკლება, ამის შესახებ მოგითხრობთ ჩვენს დღევანდელ სტატიაში.

დიეტის 3 წესი

დაყოფილი კვება. სვეტლანა, როგორც წესი, დღეში 6-ჯერ მიირთმევს მცირე ულუფებით.



მსახიობმა რაციონიდან გამორიცხა მაღალკალორიული კერძები, განსაკუთრებით ცომეული, კარტოფილი, მაკარონი და ტკბილეულობა.

დაამატეთ ფიზიკური აქტივობა. ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ ბალერინის როლის შესასრულებლად, მოუწია ყოველდღიური ვარჯიში.



უნდა გამორიცხოთ მარტივი ნახშირწყლები, შაქარი, შებოლილი და ცხიმიანი პროდუქტები. მენიუ ჯანსაღ პროდუქტებზეა დაფუძნებული: თევზი, ფრინველის ხორცი, ბოსტნეული, ხილი და რძის პროდუქტები. ამ რაციონს შეიძლება დიდ ხანს მიჰყვეთ, ამასთან არ შეგაწუხოთ შიმშილის გრძნობამ.

რისი მირთმევა შეიძლება

  1. ბოსტნეული ნებისმიერი სახით: მოხარშული, გრილზე, გამომცხვარი...

  2. დიდი ოდენობით ხილი.

  3. უცხიმო რძის პროდუქტები: კეფირი, იოგურტი, ხაჭო.



  4. კვერცხი, განსაკუთრებით საუზმეზე.

  5. უცხიმო ცილები: ინდაურის, ქათმის, საქონლის და ხბოს ხორცი.

  6. უცხიმო თევზი, მოხარშული ან გამომცხვარი.



  7. დიდი ოდენობით სითხე: წყალი, უშაქრო ჩაი, წვენები.

  8. ხემსი თხილის, ჩირისა და შავი შოკოლადის სახით.



პროდუქტები რომლებიც უნდა გამორიცხოთ


  1. თეთრი პური და ცომეული

  2. ცხიმიანი და შებოლილი პროდუქტები

  3. ნახევარფაბრიკატები

  4. ალკოჰოლი



რედაქციის რჩევა



მსახიობის დიეტის ძირითადი პუნქტი გახლდათ სავალდებულო სრულფასოვანი საუზმეები.
დღის განმავლობაში შიმშილმა რომ არ შეგაწუხოთ, კარგად უნდა დანაყრდეთ დილით. ჩართეთ რაციონში საუზმე და აღივსეთ ენერგიით მთელი დღის განმავლობაში.