5 ხილი, რომლებიც ხელს უწყობს წონაში მომატებას. უმჯობესია, დღესვე უარი თქვათ მათზე

5 ხილი, რომლებიც ხელს უწყობს წონაში მომატებას. უმჯობესია, დღესვე უარი თქვათ მათზე
მთელი ზამთარი თავს დეტებით იტანჯავდით, დაკავებული იყავით სპორტით, და აი დათბა ბოლოს და ბოლოს. ორგანიზმი უკვე არ საჭიროებს ნახშირწყლებს ფუნთუშების სახით, რათა დათბეს. და ფიქრობთ, აი, მთელი ზაფხული ხილსა და ბოსტნეულს მივირთმევ და გავხდები... მაგრამ ნურას უკაცრავად!



შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ არის ხილი, რომელიც ავნებს სხეულს. საქმე იმაშია, რომ ასეთი ხილი შაქარს შეიცავს. ჩვენ მოგითხრობთ 5 ასეთ ხილზე, რომლებისგან უმჯობესია თავი შეიკავოთ და ჩანაცვლოთ სხვა ხილით.



ყველაზე სასარგებლო ხილი

გარგარი და მარწყვი




გარგარის მონელება ცოტათი რთულია, გარდა ამისა, იწვევს კუჭის აშლილობას. ასევე ის შეიცავს ამიგდალინს, რომელიც სინილური მჟავის გამომუშავებას უწყობს ხელს კუჭში. ეს კი შხამია, რომელიც გულის რევას იწვევს. ამიტომ, დიეტოლოგები ურჩევენ, 3 ცალის მეტი არ მიირთვან ერთ ჯერზე.
მარწყვი კი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის, ის ეხმარება ცელულიტთან ბრძოლაში. შეიცავს წყალს, ვიტამინებს, უჯრედისს და შაქარიც მცირე რაოდენობითაა მასში.

მსხალი, ნესვი, საზამთრო




რთულია რაიმე მავნეს გამოყოფა ამ ჯგუფიდან. მსხალი ძალიან სასარგებლოა, მაგრამ მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს - არა. ის იწვევს ნაწლავურ აშლილობას და შეკრულობას. ნევსი და შაქარი დიდი ოდენობით შაქარს შეიცავს, მაგრამ მათში ასევე ბევრია უჯრედისი. წლის მაღალი შეცველობის წყალობით კი მათ შარდმდენი თვისება აქვთ და წმინდავენ ორგანიზმს ტოქსინებისგან.

ავოკადო და ტყის კენკრა




უდავოდ, ავოკადო ძალიან სასარგებლოა, მაგრამ კალორიული. ამიტომ რეკომენდებული არ არის მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს. ტყის კენკრა კი სხეულის ნამდვილი მეგობარია ის შაქარს მცირე რაოდენობით შეიცავს, მდიდარია ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით. ეხმარება ორგანიზმს კოლაგენის გამომუშავებაში.

ყურძენი და ვაშლი



ვაშლი ნამდვილი აღმოჩენაა მათთვის, ვინც ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს. ის შესანიშნავად ანაყრებს, შეიცავს დიდი ოდენობით სასარგებლო მიკროელემენტებს, უჯრედისს, ანტიოქსიდანტებს.

ყურძენი კი ნამდვილი მავნეა. ის დიდი ოდენობით შაქარს შეიცავს, რთული მოსანელებელია, გარდა ამისა, აზიანებს კბილის ემალს.

ბანანი და გრეიპფრუტი



გრეიპრუტი #1 ხილია წონაში დაკლების მსურველთათვის. ის შესანიშნავად წვავს ცხიმს, ეხმარება ცელულიტთან ბრძოლაში. თუ რაიმე მძიმე კერძი მიირთვით საღამოს, დააყოლეთ გრეიპფრუტი, რათა სინდისი სუფთა გქონდეთ. ბანანი კი რთულად მოსანელებელია და წონაში მომატებას უწყობს ხელს. ფორმაში რომ იყოთ, მიირთვით დღეში მხოლოდ ერთი ბანანი.

რედაქციის რჩევა

ყველა ხილი სასარგებლოა, მაგრამ ზომიერების ფარგლებში. ნუ გამორიცხავთ სრულად რაციონიდან, უბრალოდ, უარი თქვით მძიმე ნაყოფებზე დიეტის დროს და მიირთვით მხოლოდ დღის პირველ ნახევარში.