სამედიცინო სფეროს ექსპერტებმა შეუძლებელი შეძლეს. ახალი ვაქცინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს შეცვლის

სამედიცინო სფეროს ექსპერტებმა შეუძლებელი შეძლეს. ახალი ვაქცინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს შეცვლის
მთელი მსოფლიოს მასტაბით მილიონობით ადამიანი ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულებისგან იტანჯება. ნარკოტიკებისადმი ლტოლვას საკმაოდ მოკლე ვადაში სავალალო შედეგებამდე მივყავართ.

სან დიეგოში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტის (University of California, San Diego) სპეციალისტებმა შეიმუშავეს ვაქცინა, რომელიც ბლოკავს ნარკოტიკული ნივთიერებების გავლენას ადამიანის ორგანიზმზე. ერთი ვაქცინის ეფექტი გრძელდება დაახლოებით 8 თვეს.



ნარკოდამოკიდებულების მკურნალობა

ვაქცინის დახმარებით ადამიანის იმუნური სისტემა სწავლობს ნარკოტიკული ნივთიერებების საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავებას. მეცნიერები მოცემული ვაქცინის ეფექტურობის დასამტკიცებლად კვლევებს საცდელ მაიმუნებზე ატარებდნენ. მათ თავდაპირველად ცოცხალ ორგანიზმში ვაქცინა შეჰყავდათ, ხოლო შემდეგ - ჰეროინი. როდესაც ეს ნარკოტიკული ნივთიერება სხეულში ხვდებოდა, იმუნური სისტემის მიერ გამომუშავებული ანტისხეულები მის მოლეკულებს მთლიანად ანეიტრალებდნენ. კვლევის ობიექტები არ განიცდიდნენ ეიფორიას ჰეროინისგან, რადგან ამ ნივთიერების მოლეკულები მთლიანად ნეიტრალდებოდა იქამდე, სანამ ისინი თავის ტვინს მიაღწევდნენ.



მოცემული ვაქცინის დახმარებით მარტივად არის შესაძლებელი ჰეროინზე და შედარებით მსუბუქ სხვა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულების დამარცხება. გამომდინარე იქიდან, რომ მსგავს ნივთიერებებს აღარ აქვს უწინდებური გავლენა ადამიანის ორგანიზმზე, პაციენტი მთლიანად კარგავს მოტივაციას და სურვილს, მიიღოს სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერებები.



კვლევის მე-2 და მე-3 ეტაპმა კიდევ უფრო სასიხარულო შედეგები აჩვენა. გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ცოცხალი ორგანიზმების იმუნური სისტემა გამოიმუშავებდა ანტისხეულებს, რომლებიც მთლიანად ახშობდნენ და ბლოკავდნენ სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერებების გავლენას, კვლევის ობიექტები არ განიცდიდნენ აღკვეთის სინდრომს (ლომკას).