როგორ ვუმკურნალოთ ბავშვებში ყაბზობას ეფექტური საშუალებებით

როგორ ვუმკურნალოთ ბავშვებში ყაბზობას  ეფექტური საშუალებებით
ყაბზობა ბავშვებში არაიშვიათი მოვლენაა. ძუძუთი კვების ასაკში, თუ არ არის გადახრა ნაწლავთა შენების მხრივ, ყაბზობა წარმოიშობა კვების დარღვევის შედეგად (ზედმეტად ცხიმიანი რძე, კვების უკმარისობა, ერთფეროვანი კვება). ყაბზობა შეიძლება გამოიწვიოს ახალმა დიეტამ, ნერვულმა სტრესმა. ყაბზობის დროს ბავშვი იკუნტება, კივის, გრეხს ფეხებს. ამ დროს მიეცით მას 1/2 ჩ/კ ახალი, უმარილო კარაქი ან კვების წინ ძუძუს თავებზე წაისვით აბუსალათინის ზეთი (საფაღარათო ზეთი ). ერთ წელზე მეტი ასაკის ბავშვებში ყაბზობა წარმოიშობა იმავე მიზეზებით, რაც მოზარდებში.

რეკომენდაციები:
  1. ექიმის დანიშნულების გარეშე არ მისცეთ საფაღარათო საშუალებები;

  2. არ შეიძლება ბავშვს აიძულოთ ნაწლავის დაცლა ეს მხოლოდ გააძლიერებს მის მღელვარებას;

  3. თუ ბავშვს აქვს მუცლის ძლიერი, გახანგრძლივებული ტკივილები ან ეჭვი გაქვთ აპენდიციტზე - სასწრაფოდ გამოიძახეთ ექიმი;

  4. საჭიროა იცოდეთ, რომ ქლიავის და ყურძნის წვენებს აქვს საფაღარათო მოქმედება, ჭარხლისა და კომბოსტოს წვენი სუსტ საფაღარათო მოქმედებას იჩენს, სტაფილოს წვენი ნეიტრალურია, ხოლო ბროწეულისა და მოცვის წვენები კი ხასიათდება შემკვრელი ეფექტით;

  5. ჩაუტარეთ მუცლის მასაჟი საათის ისრის მიმართულებით (ჭამამდე).

რეცეპტები:
  • გულმოდგინედ გარეცხეთ შავქლიავის 3 - 4 ცალი ნაყოფი, დათუთქეთ მდუღარე წყლით, ჩააწყვეთ ქილაში და დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე. დააყენეთ მანამ, სანამ სითბოს შეინარჩუნებს. შაქრის დამატება არასასურველია. ასვით 1/3 - 1/4 ჭიქა 3 -4 - ჯერ დღეში.

  • აირების წარმოქმნის შესამცირებლად მიეცით ბავშვს რამდენჯერმე დღეში ნახევარ -ნახევარი ჩაის კოვზი კამის წყალი ან სამკურნალო გვირილის სუსტი ნაყენი.

  • ნაღების კარაქი დაჭერით სანთლის ფორმის ნაჭრებად და გაყინეთ. სანთლები გააკეთეთ ასაკის მიხედვით, მაგრამ ასანთის ორ ღერზე წვრილი არ უნდა იყოს.

  • მიეცით ბავშვს ცოტა თაფლი და ფრთხილად დაუზილეთ მუცელი ზეითუნის ზეთით.

  • მიეცით 1 - 2- ჯერ დღეში უშაქროდ მოხარშული, თითო სუფრის კოვზი, ანწლის ნაყოფის ჟელე. შაქრის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ თაფლი.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი