10 ოქროს წესი, რომელიც ქრონიკულ ვენურ უკმარისობას აგაცილებთ თავიდან.
ქრონიკული ვენური უკმარისობა ფართო ცნებაა, რომელიც მოიცავს პათოლოგიების მთელ წყებას, მათ შორის - ვარიკოზულ დაავადებას და პოსტთრომბოზულ სინდრომს ( ვითარდება ვენური სისტემის თრომბოზის შემდეგ ). არსებობს გაურკვეველი გენეზის ვენური უკმარისობაც.
არსებობს რამდენიმე წესი, რომელთა დაცვა ავადმყოფს საგრძნობლად შეუმსუბუქებს მდგომარეობას და თავიდან ააცილებს ქრონიკული ვენური უკმარისობის გართულებებს:
არსებობს რამდენიმე წესი, რომელთა დაცვა ავადმყოფს საგრძნობლად შეუმსუბუქებს მდგომარეობას და თავიდან ააცილებს ქრონიკული ვენური უკმარისობის გართულებებს:
- დასვენებისა და ძილის დროს ფეხები ჰორიზონტალური სიბრტყიდან ოდნავ აწეული გქონდეთ.
- თუ დღის განმავლობაში დიდხანს გიწევთ ჯდომა ან ერთ ადგილას დგომა, რაც შეიძლება ხშირად მოინაცვლეთ ფეხი ან სწრაფად გაიარ - გამოიარეთ.
- ატარეთ საშუალო ზომის (4 - 5 სმ ) ქუსლიანი ფეხსაცმელი.
- თბილი შხაპისა და აბაზანის შემდეგ ფეხებზე ცივი წყალი გადაივლეთ.
- რეგულარულად ივარჯიშეთ, იცურეთ, ბევრი იარეთ ფეხით.
- მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნული ვენოტონური პრეპარატები.
- თავი აარიდეთ სპორტის ისეთ სახეობებს, რომლებიც ფეხების ძლიერ დატვირთვას მოითხოვს (ძალოსნობა, სიმაღლეზე ხტომა).
- ნუ მიიღებთ ცხელ აბაზანას. ერიდეთ საუნას. დიდხანს ნუ გაჩერდებით მზეზე.
- ნუ ატარებთ მეტისმეტად მოჭერილ ტანსაცმელს, ვიწრო ბანდაჟს, წინდასა და გეტრს.
- მოიცილეთ ჭარბი წონა - ის ვენების დატვირთვას ზრდის.