ფეხების ტკივილი მოსვენებას არ გაძლევთ? ამ ცოდნით პრობლემას მყისიერად გაუმკლავდებით

ფეხების ტკივილი მოსვენებას არ გაძლევთ? ამ ცოდნით პრობლემას მყისიერად გაუმკლავდებით
ლამაზი სქესის წარმომადგენელთა საკმაოდ დიდ ნაწილს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის გარეშე საკუთარი თავი და სტილი ვერ წარმოუდგენია. რაც არ უნდა საწმუხარო იყოს, არაკომოფრტული ფეხსაცმლის ტარება უდიდეს დისკომოფრტთანაა დაკავშირებული. ხანგრძლივი დროით მაღალ ქუსლებზე დგომის შედეგად ჩვენი ფეხები ზიანდება და თავს იჩენს ტკივილის ტკივილისა და სიმძიმის აუტანელი შეგრძნება.

თუ თქვენ მარტივ რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ, რომელთაც დღეს FPAPARAZZI-ს რედაქცია გთავაზობთ, დატვირთული სამუშაო დღის შემდეგაც კი ფეხების ტკივილი, დაღლილობა და სიმძიმის განცდა თქვენთვის უცხო გახდება.



როგორ დავამარცხოთ ფეხების ტკივილი?

7 ეფექტური მეთოდი

  1. მარილი
    ინგლირური მარილი - პოპულარული ინგრედიენტი სპა-ინდუსტრიაში. ეს საკმაოდ იაფი საშუალება მოგიხსნით ფეხების დახღლილობას, სიმშრალეს, შეშუპებას, ტკივილსა და ქავილის აუტანელ განცდას. ჩაამატეთ ფეხების აბაზანაში ინგლისური მარილი და დატკბით სიმსუბუქის შეგრძნებით.



  2. ოქროს რძე
    ეს სასმელი, რომლის მთავარ ინგრედიენტსაც კურკუმა წარმოადგენს, სწრაფად მოგიხსნით ტკივილს. ოქროს რძე გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებებით. ჩაამატეთ 1/2 ჩ.კ. კურკუმის ფხვნილი და 1 ჩ.კ. დაფქული ჯანჯაფილი 1/4 ჩაის ჭიქა წყალში. კარგად გადაურიეთ და დაასხით იმ რაოდენობით რძე, რომ ჭიქა ბოლომდე გაივსოს. მიღებული ნარევი შეათბეთ მიკროტალღრურ ღუმელში ან უბრალოდ დადგით ცეცხლზე (არ მიიყვანოთ დუღილამდე). შემთბარ მასას მიეცით დრო გასაგრილებლად და შემდეგ მიირთვით. თუ თქვენ რეგულარულად ამ საოცარ საშუალებას მიიღებთ, თქვენთვის ფეხების ტკივილი და სიმძიმის განცდა უცხო გახდება.



  3. მიხაკის ზეთი
    მოვლილი ფეხები, კოჟრებისა და ბზარების გარეშე, უკეთ იტანს იმ კოლოსალურ დატვირთვას, რომელსაც მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ვიღებთ. ძალზედ იაფი საშუალება, მიხაკის ზეთი საიმედოდ დაიცავს თქვენს ფეხებს დაზიანებისგან. გაინაწილეთ მცირეოდენი მიხაკის ზეთი ხელებზე და შეუდექით ფეხების მსუბუქ მასაჟს. სიმსუბუქის შეგრძნება, რომელსაც პროცედურის ჩატარების შემდეგ მიიღებთ, დიდ შვებას მოგანიჭებთ.



  4. მწვანე ჩაი
    რეგულარულად მიიღეთ მწვანე ჩაი შინაგანად, რათა სამუდამოდ დაივიწყოთ ქვედა კიდურების ტკივილი. ანტიოქსიდანტები, რომლებიც მრავლადაა ამ სასმელში, სამუდამოდ დაგავიწყებთ მოცემულ უსიამოვნო მოვლენას და ჩაახშობს ანთებით პროცესებს.



  5. მასაჟი
    თუ თქვენ ტკივილის შემსუბუქება გსურთ, რეგულარულად იკეთეთ ფეხების მასაჟი. სისხლის მიმოქცევის სტიმულირება აუცილებელია ამ უსიამოვნო მოვლენის გადასაჭრელად. ფეხების მასაჟირება არ მოითხოვს სპეციალურ ცოდნას. წრიული მოძრაობებით დაიმუშავეთ ფეხის გულები ყოველ საღამოს, დაძინების წინ.



  6. ვარჯიშები
    თუ ფეხის გულები გტკივათ, აუცილებლად შეასრულეთ სპეციალური ვარჯიშები კუნთების ტონუსის დასარეგულირებლად. აიღეთ მრგვალი ბურთი, მსუბუქად დააბიჯეთ მას ფეხი და აკეთეთ წრიული მოძრაობები. მეტი თვალსაჩინოებისთვის დააკვირდით ქვემოთ მოცემულ ფოტოს.



  7. აბაზანები
    ტკიბილის მოსახსნელად არაჩვეულებრივია კონტრასტული აბაზანები ეთერზეთების ჩამატებით. მოათავსეთ ფეხები ცხეკ წყალში 5 წუთით, ხოლო შემდეგ - ცივ წყალში 10 წუთით. ამ პროცედურის წყალობით თქვენ მოიხსნით ფეხების დაღლილობას და გაიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას.



ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!