ერთი პატარა საიდუმლო უამრავ პრობლემას აგარიდებთ თავიდან. აკუპრესურა - თქვენი ხსნის გზა!

ერთი პატარა საიდუმლო უამრავ პრობლემას აგარიდებთ თავიდან. აკუპრესურა - თქვენი ხსნის გზა!
როდესაც წელისა და კისრის ტკივილი, ჭარბი სტრესი და სიმძიმის განცდა შეგაწუხებთ, გაიხსენეთ, რომ პრობლემის გადაჭრა ფეხების მასაჟირებითაა შესაძლებელი.

აკუპრესურა (თითის დაჭერა სხეულის გარკვეულ წერტილებზე) - არაჩვეულებრივი ტექნიკა, რომელიც უამრავი უსიამოვნო პრობლემის გადაჭრაში გვეხმარება. თქვენ არ დაგჭირდებათ რაიმე სახის სპეციალური მოწყობილობა ამ მარტივი ტექნიკის შესასრულებლად. საკმარისია მხოლოდ დაიჭიროთ თითის ბალიში სხეულის გარკვეულ მონაკვეთზე, რათა გათავისუფლდეთ ჩამოთვლილი პრობლემებისგან.

აქტიური წერტილები ფეხებზე

წერტილი რომლის შესახებაც დღეს ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ, მდებარეობს ტერფის ცენტრში (მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ ფოტო). ამ წერტილის სტიმულირებით შესაძლებელია გასაოცარი შედეგების მიღება.

  1. ტკივილის ჩახშობა
    საკუთარი ორგანიზმის ტკივილგამაყუჩებელი აბებით განადგურების ნაცვლად, მიმართეთ აკუპრესურის ამ გასაოცარ ტექნიკას. დაიჭირეთ საჩვენებელი თითი ფოტოზე გამოსახულ წერტილზე რამდენიმე წუთით. გაიმეორეთ ეს პროცედურა დღის განმავლობაში რამდენჯერმე, რათა შეძლოთ ტკივილისა და უსიამოვნო შეგრძნებების დამარცხება წელის არეში.

  2. სტრესის მოხსნა
    თანამედროვე რეფლექსოლოგია ამტკიცებს, რომ ამ წერტილის სტიმულირებით შესაძლებელია შინაგანი სიმშვიდის მოპოვება. აკუპრესურის ეს ტექნიკა ამცირებს სტრესსა და დეპრესიას, რაც სასარგებლოდ ისახება ჩვენს ზოგად ჯანმრთელობაზე.

  3. ანტიდეპრესანტი
    თუ თქვენ ამ ტექნიკას ყოველდღიურად შეასრულებთ, შეძლებთ საკუთარი ორგანიზმის დაცვას პანიკური შემოტევებისგან, უძილობისგან და ქრონიკული დაღლილობისგან. დღეში 3-ჯერ ამ წერტილის სტიმულირებით თქვენ საგრძნობლად გაიუმჯობესებთ განწყობას.

  4. კიდურების ანემია
    თუ თქვენ ხშირად გიბუჟდებათ კიდურები, მიმართეთ ამ ტექნიკას დახმარებისვის. ამ აქტიური წერტილის დღეში 3-ჯერ სტიმულირებით კიდურების ანემიის პრობლემა წარსულში დარჩება.

ნამდვილად გასაოცარია, არა? ცნობისთვის, აკუპრესურა დღითიდღე სულ უფრო და უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს და უამრავი ადამიანი კმაყოფილია მიღებული შედეგით.