სამუდამოდ უარს იტყვით სუფრის მარილზე, როცა ამ პროდუქტის შესახებ გაიგებთ

სამუდამოდ უარს იტყვით სუფრის მარილზე, როცა ამ პროდუქტის შესახებ გაიგებთ
არსებობს კულინარიის მრავალი განსაზღვრა, მაგრამ მთლიანობაში ეს გახლავთ მეცნიერება გემოსა და სარგებელზე ყველაფერი, რაც გემრიელია, სასარგებლო არ არის და პირიქით. ამ ორი ცნების მოხერხებულად შეზავება ნამდვილი ნიჭია.



მწარის, ტკბილისა და მარილიანის ნარევი იდეალური გემოს საფუძველია. მომზადება გახლავთ მტკიცებულება იმისა, რომ ზომიერება უნდა დავიცვათ, განსაკუთრებით მარილთან მიმართებაში. მას შეუძლია გააფუჭოს არამხოლოდ კერძი, არამედ, ჯანმრთელობაც. საბედნიეროდ, ყველა სახის მარილი არ გახლავთ საზიანო ორგანიზმისთვის. ჩვენ მოგითხრობთ, თუ რითი შეცვალოთ იგი.

ჰიმალაის მარილი



სუფრისმ იოდიზირებული და ზღვის მარილიც კი თითქმის 100%-ით ნატრიუმის ქლორიდისგან შედგება, რაც დიდი დოზით საშიშია ადამიანის სიცოცხლისთვის. გადამუშავების შემდეგ პროდუქტში რჩება ცოტა ოდენობით სასარგებლო ნივთიერებები, გარდა ამისა, ასეთი მარილი არ აუმჯობესებს კერძის გემოს. სწორედ ამიტომ ჰპოვა აღიარება ჰიმალაის მარილმა, რომელიც რადიკალურად გამოირჩევა თეთრი მარილისგან.



მას სასიამოვნო არომატი აქვს და მდიდარი მინერალური შემადგენლობის წყალობით, ყველაზე სასარგებლოა და სუფთაა, რადგან მას ხელით მოიპოვებენ და არ ამუშავებენ.



ვარდისფერი მარილი დაახლოებით 20%-ით შეიცავს ნატრიუმის ქლორიდს, რის წყალობითაც ორგანიზმში წყალს არ აკავებს. მისი მიღება რეკომენდებულია შეშუპების მოსახსნელად, რადგან ალაგებს წყლის ბალანსს.



ამგვარად, ჰიმალაის ვარდისფერი მარილი გახლავთ კომპლექსური საშუალება, რომელიც ზემოქმედებს ორგანიზმის სისტემებზე.

  • იოდის შემცველობის წყალობით ეხმარება ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას.
  • გააჩნია ძლიერი გამომწოვი თვისებები, რაც ხელს უწყობს დეტოქსიკაციას.
  • ამშვიდებს და წმენდს კანის საფარს, რეკომენდებულია ფსორიაზის სამკურნალოდ.
  • მდიდარი მინერალური შემადგენლობა ამაღლებს მეტაბოლიზმს.
  • დაბლა სწევს წნევას და აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას.
  • ამაგრებს ძვლებს, ფრცხილებსა და თმას.




ჰიმალაის მარილი სრულიად ათვისებადია, ის ზემოქმედებს შიგნიდან და გარედან. კანის გასაწმენდად საკმარისია ვარდისფერი მარილის აბაზანის მიღება. მას ინტერიერში ჰაერის იონიზებისთვის იყენებენ, ნატრიუმის მდიდარი შემადგენლობის გამო კი უბრალოდ სილამაზისთვის.



ვარდისფერი მარილი სახსრების სამკურნალოდაც გამოიყენება. ის აყუჩებს ტკივილს და ხსნის შეშუპებას. სასუნთქი ორგანოების სამკურნალოდ რეკომენდებულია ჰიმალაის მარილის ინჰალაციები.



ვარდისფერი მარილის სასარგებლო თვისებები ეჭვგარეშეა, თუმცა, მთავარია არჩევანში არ შეცდეთ. ბაზარზე დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული პროდუქტი იყიდება, ამიტომ უმჯობესია, მწარმოებელი ქვეყნების - ინდოეთისა და პაკისტანის შეიძინოთ.