მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მედიცინაში ეს მცენარე მთავარი სამკურნალო საშუალებაა

მსოფლიოს მრავალი ქვეყნის  მედიცინაში ეს მცენარე მთავარი სამკურნალო საშუალებაა
სანამ გამოიყენებდეთ რომელიმე სამკურნალო მცენარეს, აუცილებელია ღრმად დავეუფლოთ მისი სწორად გამოყენების წესებსა და მეთოდებს. არ არსებობს მკურნალობის ისეთი რეცეპტები, რომლებიც სასარგებლო იქნებოდა აბსოლიტურად ყოველი ან ინდივიდისათვის, რაც სასარგებლოა ერთი ადამიანისთვის, შეიძლება უკუნაჩვენები იყოს მეორესათვის.

რაზეა დამოკიდებული ამა თუ იმ წამლის დანიშვნა?
ძირითადი დაავადების სიმძიმის ხარისხზე, მისი მიმდინარეობის თავისებურებებზე, ავადმყოფის ასაკზე, მის მემკვიდრეობითობაზე, თანამდევ დაავადებათა არსებობაზე და მრავალ სხვა მიზეზებზე. ექიმის ან სხვა რანგის მკურნალის ხელოვნება იმაში მდგომარეობს, რომ ისინი მკურნალობენ არა ავადმყოფობას, არამედ ავადმყოფს ყველა ამ თავისებურებისა და სნეულების მთავარი მიზეზის გათვალისწინებით.

ბევრი ფიქრობს, რომ მცენარეთა გამოყენება მკურნალობისთვის უფრო თავისუფლად და კონტროლის გარეშე, ვიდრე "ქიმიური" წამლებისა. ასეთი მიდგომა არ არის მართებული. სამკურნალო მცენარეთა გამოყენება შეიძლება მხოლოდ ფრთხილად და სწორად.

ახლა, კი რამდენიმე სიტყვით გვინდა გაგაცნოთ ერთ - ერთი სამკუნალო მცენარის საოცარი თვისებები:
კრაზანას გააჩნია რთული სამკურნალო შემადგენლობა, ამიტომ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მედიცინაში აღნიშნული მცენარე მთავარი სამკურნალო საშუალებაა ასი დაავადების სამკურნალოდ. ნაღველსადენი გზების დისკინეზიის დროს, ნაღვლის ბუშტში ნაღვლის შეგუბებისას შეიძლება გამოყენებული იქნას კრაზანას ზეთი:

2 ს/კ კრაზანას ახალ ყვავილებს დაასხით 200 გრ ზეითუნის ზეთი, გააჩერეთ 4 დღე, მიიღეთ 1- 2 ჩ/კ ჭამამდე 30 წუთით ადრე 2 - 3 - ჯერ დღეში.

კრაზანა აუმჯობესებს ნაღველსადინარი გზების მოტორიკას, მაგრამ აუცილებლად უნდა გახსოვდეთ კრაზანას შეუძლია მოკლე დროით აამაღლოს წნევა და მოადუნოს ნაწლავების პერესტალტიკა.
სტატიის ავტორი: კოკი ნარმანია
სტატიის წყარო:შენი ჯანმრთელობა შენს ხელშია