დაუმეგობრდით ლიმონს და მრავალი თქვენი პრობლემა გადაწყვეტილი იქნება!

დაუმეგობრდით ლიმონს და მრავალი  თქვენი  პრობლემა  გადაწყვეტილი  იქნება!
ლიმონის სამშობლო ინდოეთია. ამჟამად იგი მოჰყავთ პრაქტიკულად ყველა სუბტროპიკული და ტროპიკული კლიმატის ქვეყანაში, კავკასიის შავიზღვისპირეთის სანაპიროზე, აზერბაიჯანში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში. მას ფართოდ აშენებენ როგორც ოთახის მცენარეს.
ლიმონის ნაყოფმა ჰპოვა კვებითი და სამკურნალო გამოყენება. იგი შეიცავს ლიმონმჟავას და ვაშლის მჟავას, პექტინურ ნივთიერებებს, კალიუმისა და სპილენძის მარილებს, C, V, P ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინს. მჟავე გემო და სასიამოვნო არომატი უზრუნველყოფს მისი გამოყენების მრავალფეროვნებას.

მრავალი ქვეყნის ხალხურ მედიცინაში მას იყენებენ შარდკენჭოვანი დაავადებების, ტუბერკულოზის, შაქრიანი დიაბეტის, კუჭის კატარის, რევმატიზმის, რადიკულუტის, ნიკრისის ქარის, ათეროსკლეროზის და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ.
ლიმონისა და ჭარხლის წვენი პირველი საშუალებაა ვირუსულ დაავადებებთან ბრძოლაში, განსაკუთრებით გამანადგურებლად მოქმედებს გრიპის ვირუსებზე.

საინტერესო დეტალი მისი ისტორიიდან: მე - 18 საუკუნეში ინგლისელი მეზღვაურების რაციონში ყოველდღიურად 30 გრამი ლიმონის წვენის შეტანამ მთლიანად მოსპო ისეთი საშიში დაავადება, როგორიც იყო ცინგა.

აფრიკულ ტრადიციულ მედიცინაში ლიმონი დიდი ხანია აღიარებულია ერთ- ერთ ყველაზე ეფექტური ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებად.
გარეგანად წვენებს იყენებენ კანის სოკოვანი დაავადებისა და ქავილის დასაცხრომად. ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად.
ლიმონის წვენი, წყალში გაზავებულიც კი ანადგურებს დიზენტერიის, ქოლერის აღმძვრელ ვირუსებს... იგი ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსიკურ ნივთიერებებს.
დაუმეგობრდით ლიმონს და მრავალი თქვენი პრობლემა გადაწყვეტილი იქნება.

გაფრთხილება! ლიმონით მკურნალობისას ტოქსინებისა და შხამების ჭარბად გამოყოფის გამო, ორგანიზმის გამწმენდ სისტემებში ზოგჯერ შეიძლება კრიზისული მდგომარეობა შეიქმნას. დროებით შეწყვიტეთ მკურნალობა.
სტატიის ავტორი: კოკი ნარმანია
სტატიის წყარო:შენი ჯანმრთელობა შენს ხელშია