ჩაზრდილი ფრჩხილის სამკურნალო ყველაზე ეფექტური და ნაცადი რეცეპტები

ჩაზრდილი ფრჩხილის სამკურნალო ყველაზე ეფექტური და ნაცადი რეცეპტები
ჩაზრდილი ფრჩხილი არის დაავადება, რომელიც გვხვდება საკმაოდ ხშირად ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ პათოლოგიის დროს ფრჩხილის კიდეები იზრდება ფრჩხილის ბუდის გარეთ ან შიგნით, ეს ხდება მუდმივი ზეწოლის გამო, ვიწრო ფეხსაცმელი ან ფრჩხილის არასწორი მოჭრით, ფრჩხილის ზრდის სიჩქარე დღე - ღამეში არის 0,1 მმ ფრჩხილის სრული განახლება ხდება დაახლოებით 100 დღეში. ჩაზრდილი ფრჩხილი მტკივნეულია და აწუხებს ავადმყოფს სიარულის დროს, რადგან ფეხსაცმელი აწვება დაზიანებულ ადგილას. თითი სივდება მტკივნეულ ადგილას შემდეგ ჩნდება გრანულაციური წანაზარდი და ჩირქდება. დაავადების პირველ სტადიაზე რეკომენდებულია გაკეთდეს აბაზანები, შემდეგ ფრჩხილისა და რბილ ქსოვილს შორის დებენ მარლას, რომელიც დასველებულია პელიცილინსა და ფურაცილინში.

სახალხო და ოფიციალური მედიცინა იძლევა მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის მეთოდს: კეთდება თბილი აბაზანა, კარგად მშრალდება ფეხი, სტერილური ბამბის ბურთულა იდება ფრჩხილისა და რბილ ქსოვილს შორის, ფრჩხილი ცოტა წამოიწევა და მტკივნეულობაც ნელდება ინფექციის საპროფილაქტიკოდ ბამბა სველდება ანტისეპტიკურ ხსნარში პროცედურა მეორდება მანამ, სანამ ფრჩხილი საზღვარს არ გასცდება. ნურასოდეს მოიჭრით ფრჩხილს ძალიან მოკლედ, მოჭრამდე თბილ წყალში ჩაყავით ფეხები , სწორი და მჭრელი მაკრატლით ჭრიან ფრჩხილს სწორად და არა ოვალურად, ფრჩხილის კუთხე რომ არ ჩაიზარდოს კანში. ფრჩხილის მოჭრა არ არის სასურველი უფრო ღრმად ვიდრე თითის წვერი. თუ ფრჩხილი მოიჭერით არასწორად ან მოგიტყდათ ის, საჭიროა ქლიბით აკურატულად დაამუშაოთ მისი კიდე, რომ არ ქონდეს ბასრი კუთხე. სასურველი არ არის ვიწრო ფეხსაცმლის ტარება, არასასურველია სველი ან ჰაერგაუმტარი წინდის ჩაცმა. ხალხში გავრცელებულია შეხედულება: ჩაზრდილ ფრჩხილზე უნდა ამოიჭრას V - მაგვარი სოლი ფრჩხილის ცენტრში ტკივილისგან გასათავისუფლებლად. მაგრამ მცდარია ეს ქმედება ზიანის მეტს არაფერს მოგვიტანს.

რეცეპტები:
  • ყოველ საღამოს რეკომენდებულია მტკივნეულ ფეხზე სათითე ჩამოეცვეს - ნაღების ცხიმით სავსე. ზემოდან საჭიროა წინდის ჩაცმა. გეცვათ მთელი ღამის განმავლობაში ასეთი პროცედურა მეორდება 2- 3 კვირა შეუსვენებლად. ტკივილის შეჩერების შემდეგ საჭიროა ფრჩხილიდან წამოწეული ნაწილის ქვეშ მოთავსდეს მშრალი მარლა.

  • ალოეს ფოთოლი დაჭყლიტეთ ჯამზე დაუმატეთ 1 ჩ/კ თბილი გადადუღებული წყალი, მასში დაასველეთ მარლა და დააფინეთ ფრჩხილზე ზემოდან გადააკარით პოლიეთილენი, დილით ფრჩხილი დარბილებული იქნება და მოჭრა გაადვილდება.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი