ბაბუამ მასწავლა როგორ ვუმკურნალოთ ჩაბრუნებულ ფრჩხილს. მოიშორეთ პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ!

ბაბუამ მასწავლა როგორ ვუმკურნალოთ ჩაბრუნებულ ფრჩხილს. მოიშორეთ პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ!
ჩაბრუნებული ფრჩხილი ადამიანს დიდ დისკომფორტს უქმნის, რადგან ეს არა მხოლოდ არაჰიგიენური და ულამაზოა, არამედ ძლიერი ტკივილის მიზეზიცაა. ამ და სხვა მიზეზების გამო მისი სასწრაფო წესით მოშორება აუცილებელია, ვინაიდან მკურნალობის გადადებამ შესაძლოა ბევრად უფრო სერიოზული პრობლემებიც გამოიწვიოს.
ხშირ შემთხვევაში ფრჩხილის ჩაბრუნება ცერა თითებზე გვხვდება, თუმცა მთლიანობაში ეს პრობლემა შესაძლოა ნებისმიერ თითზე შეგვხვდეს. როგორც წესი მისი გამომწვევი მიზეზი მოუხერხებელი ფეხსაცმელი, სოკოვანი დაავადება, წონის სწრაფი მატება, უხარისხო პედიკური ან ტრამვებია. ყველა შემთხვევაში მასთან ბრძოლა აუცილებელია. FPAPARAZZI-ს რედაქციამ გადაწყვიტა მოგაწოდოთ რამოდენიმე ყველაზე ეფექტური მეთოდი.

როგორ ვუმკურნალოთ ჩაბრუნებულ ფრჩხილს
საჭიროა კარგად დაარბილოთ კანი და ფრჩხილის ფირფიტა. მოამზადეთ აბაზანა მაგნიუმის სულფატით. ამ როცედურის შემდეგ თქვენ მარტივად შეძლებთ მოჭრათ ჩაბრუნებული ფრჩხილი. თუ ფრჩხილები ძლიერ გტკივათ, შეგიძლიათ მოამზადოთ მანგანუმის აბაზანა. ტკივილი რამოდენიმე წუთში გაგივლით, შემდეგ წაისვით ხახვის მალამო და ჩაიცვით თბილი ნატურალური წინდები.
თუ ფრჩხილი ჩირქიანია, მიამაგრეთ მას ჩაის სოკო. ეს საშუალება ასევე დაგეხმარებათ ფრჩხილის სოკოს შემთხვევაში. სოკო სქელ ფენად უნდა გადაისვათ პრობლემურ არეზე და დაამაგროთ თითზე, შემდეგ კი ჩაიცვათ შალის წინდა და დაწექით დასაძინებლად. ფეხები უნდა გაგიოფლიანდეთ. დილით უბრალოდ მოიჭერით პრობლემა.

თუ ჩაბრუნებული ფრჩხილოს პრობლემა მრავალჯერადი მოვლენაა, გამოიყენეთ შემდეგი ხერხი. დაახვიეთ ბამბის პატარა ნაჭერი და მოათავსეთ ის ფრჩხილის ფირფიტასა და კანს შორის. ეს საკმაოდ მტკივნეული პროცედურაა და აკურატულობას მოითხოვს იმისათვის, რომ ფრჩხილი უფრო მეტად არ დააზიანოთ. გამოცვალეთ ტამპონები დღეში რამოდენიმეჯერ, ინფექციებისგან თავის ასარიდებლად. უახლოეს მომავალში თქვენი პრობლემა წარსულს ჩაბარდება.

ჩაბრუნებულ ფრჩხილს შეგიძლიათ ასევე უმკურნალოთ ნაზავით, რომელიც დარიჩინის, ლიმონის და მცენარეული ზეთისგან შედგება. წინასწარ კი აუცილებელია ფეხები დაიმუშაოთ ცხელი აბაზანით, საკების სოდის ხსნარით. შედეგი მეორე დილითვე იქნება თვალსაჩინი: ფრჩხილი ბევრად უფრო ელასტიური გახდება, შეგეძლებათ მათი კიდეები მარტივად გაასწოროთ და მოჭრათ.


მოცემული უსიამოვნო პრობლემის ასარიდებლად ატარეთ მოსახერხებელი ფეხსაცმელი და დროულად გაიკეთეთ პედიკური. არ დაოვოწყოთ ამ სასარგებლო ინფორმაციის გაზიარება მეგობრებისთვის....