12 ნაცადი საშუალება, მუცლის შებერილობის წინააღმდეგ

12 ნაცადი საშუალება, მუცლის შებერილობის წინააღმდეგ
ზაფხული - საპლაჟო და ღია ტანსაცმლის სეზონია. როდესაც წელიწადის ამ დროისთვის ემზადები, ძლიასხმევას არ იშურებ, რათა კარგად გამოიყურებოდე, უარს ამბობ ტკბილეულობაზე, ცდილობ აქტიური ცხოვრებით იცხოვრო, აკონტროლებ წონას.

12 ნაცადი საშუალება, მუცლის შებერილობის წინააღმდეგ

სამწუხაროა, როცა ამ სამზადისს უსიამოვნო მომენტამდე - შებერილობამდე, რადგან როგორი ბრტყელიც არ უნდა იყოს მუცელი, მეტეორიზმის გამო იბერება. კუჭში გაზების დაგროვება - ბუნებრივი პროცესია, შებერილობა მაშინ ჩნდება, როდესაც ორგანიზმს საჭმლის მონელება უჭირს.

როგორ მოვიცილოთ მუცლის შებერილობა


მიიდეთ ჭიპის ზემოთ 4 თითი ჰორიზონტალურად. წერტილი, რომელიც უნდა დაიზილოთ, ზედა თითთან მდებარეობს. საათის ისრის მიმართულებით დაიზილეთ 2-3 წუთის განმავლობაში და პირიქით კვლავ 2-3 წუთით. შენიშნავთ ნერწყვის მოდინების გაძიერებას, შემდეგ შებერილობა გაქრება.



ჩაიტარეთ მასაჟი კუჭის ტკივილის წინააღმდეგ. წერტილი, რომელიც უნდა დაიზილოთ, მეორე თითის სიმაღლეზე მდებარეობს ჭიპის ზემოთ. დაიზილეთ 2-3 წუთის განმავლობაში და პირიქით კვლავ 2-3 წუთით.



ჩაიტარეთ მასაჟ, რომელიც ნაწლავების მჲშაობას დაარეგულირებს. საჭირო წერტილი ნეკა თითის ქვეშ მდებარეობს , ჰორიზონტალურად ჭიპის ქვემოთ. დაიზილეთ 2-3 წუთის განმავლობაში და პირიქით კვლავ 2-3 წუთით.



მუცლის შებერილობის თავიდან ასარიდებლად, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:


დალიეთ თბილი წყალი ლიმონის წვენით საუზმემდე 15-20 წუთით ადრე. ამგვარად გულძმარვას აირიდებთ თავიდან.



ნუ დალევთ რძიან ყავას საუზმეზე, უმჯობესია მიირთვათ კეფირი ან იოგურტი. ეს პროდუქტები შეიცავს პრობიოტიკებს, რომლებიც დაეხმარება მონელებაში.



ნუ დააყოლებთ საჭმელს წყალს, რადგან ის კუჭის წვენსა და ფერმენტების კონცენტრაციას აზავებს, რომლებიც პასუხისმგებელია საჭმლის მონელებაზე.



ნუ მიიღებთ ალკოჰოლს ცარიელ კუჭზე, რადგან შედეგად კუჭის წვენი კუჭის კედლებს აზიანებს.



დალიეთ ჯანჯაფილის ჩაი, რომელიც დაამშვიდებს კუჭს, შეამცირებს გაზების წარმოშობას და ნაწლავების აქტივობას.



ნუ მიირთმევთ დიდი ოდენობით ცხიმიან საკვებს, მისი მონელება რთულია, რის გამოც კუჭი იძულებულია მეტი გაზი გამოიმუშავოს.



ნუ ჭამთზეზეურად და ნუ საუბრობთ ჭამის დროს. ამგვარად ყლაპავთ ზედმეტ ჰაერს, რაც იწვევს შებერილობას.



ნუ მიიღებთ დიდი ოდენობით პროდუქტებს, რომლებიც უჯრედისითაა მდიდარი. რადგან ის ართულებს ნაწლავების მუშაობას უხეში ბოჭკოების გამო.



ერიდეთ სტრესებს, რადგან ეს ანგრევს ნაწლავების მოტორიკას. ისწავლეთ სწორად მოდუნება,: მედიტაცია შესანიშნავია ამ შემთხვევაში.