როგორი კულინარები არიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები

როგორი კულინარები არიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები
კულინარია - სერიოზული საქმეა. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ზოგიერთს საერთოდ არ უყვარს სამზარეულოში ტრიალი და მარტივ საუზმესაც ვერ ამზადებს. რას უკავშირდება ეს? სიზარმაცეს? ალბათ არა. აღმოჩნდა, რომ ვარსკვლავებმა წინასწარ გადაწყვიტეს, ვის უწერია, იყოს მშვენიერი კულინარი და ვის არა. დღეს ჩვენ მოგითხრობთ, ვინ როგორ ეკიდება ამ საქმეს.

ვერძი
ეზარება კერძების მომზადება, თუმცა პოტენციალი აქვს. ხშირად ნახევარფაბრიკატებს ირჩევს, რადგან მიკროტალღურ ღუმელთან თავდაჯერებულია.

კურო
შესანიშნავი კულინარია, მაგრამ შთაგონება აკლია მოსამზადებლად, თუ რაიმეს ხელს მოჰკიდებს, არაჩვეულებრივად გემრიელი გამოსდის.

ტყუპები
როგორც კი კულინარიულ ნიჭნს აღმოაჩენს, მასზე უკვე არასდროს ამბობს უარს. არ უყვარს ბანალური კერძების მოზმადება და მუდამ ინტერნეტში იქექება საინტერესო რეცეპტების მოსაძებნად.

კირჩხიბი
თითქმის ყოველდღე ამზადებს, იმდენს, რომ ყველას ეყოს. ეს ჩვეულებრივი კერძებია, მაგრამ უგემრიელესი.

ლომი
სანამ ვინმე მის ნაცვლად ამზადებს, ცოცხალი თავით არ გაეკარება სამზარეულოს. თუ მარტო ცხოვრობს, საჭმელს უკვეთავს ხოლმე, მაგრამ თუ მუზა მოუვიდა, საოცარი კერძების მომზადება შეუძლია.

ქალწული
მოსწონს მომზადება და კარგად გამოსდის კდიეც. ყოველი რეცეპტი სრულყოფილებამდე აჰყავს, შემდეგ კი ახლობლებს უზიარებს.

სასწორი
მუდამ ყოყმანობს, სასარგებლო ჭამოს თუ მავნე და გემრიელი. ორივეს მომზადება იცის, ამიტომ რთულია სამზარეულოში მისი ყოფნა.

მორიელი
იცის მომზადება, მაგრამ ყოველთვის კარგად არ გამოსდის. კრიტიკას არ იღებს, ამიტომ შეიძლება სტუმრებთან ჩხუბიც მოუციდეს, თუ არ მოეწონათ.

მშვილდოსანი
იზიდავს კულინარია, უყვარს ეგზოტიკური კერძები, ანანასისა და ხორცის სალათი ურჩევნია ჩვეულებრივ ოლივიეს.

თხის რქა
შესანიშნავად ამზადებს სიამოვნებით თან. ყოველდღე სამზარეულოში ტრიალებს, ამიტომ ხვეწავს თავის ცოდნებს.

მერწყული
კულინარიული გენიოსია! შესანიშნავი ტორტები, ცხელი კერძები და სალათები გამოსდის.

თევზები
ჩვეულებრივ კერძებში მუდამ რაიმე უჩვეულოს უმატებს, ხანდახან უადგილოსაც. ხსირად ამზადებს, მაგრამ ყოველთვის ისეთი არ გამოსდის, როგორიც უნდოდა.