როგორი ცოლები და ქმრები არიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები

როგორი ცოლები და ქმრები არიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები
გაიგეთ, თუ როგორი ოჯახური ცხოვრება გელით!

ვერძი

ცოლი: მსუბუქი შეყვარებულობა ისევე სწრაფად გადის, როგორც მოვიდა. მაგრამ თუკი ნამდვილად შეყვარებული ხართ, ეს სამუდამო იქნება. სწორედ ქალი-ვერძები აძლევენ მამაკაცს წინსვლის სტიმულს.
ქმარი: საჭირო სიბრძნე დაახლოებით 30 წლის ასაკში მოდის. აი, თანდაყოლილი იმპულსივობა სიკვდილამდე არ ქრება. ვერძები ცოლებს აღმერთებენ.

კურო
ცოლი: იდეალური დიასახლისი, მზრუნველი დედა მსუბუქი და პრაქტიკული ხასიათით. მისთვის ქორწინება ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ამიტომაც არ ღირს მასთან თამაში.
ქმარი: ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და სანდო ქმრები, ამასთან კარგი მეოჯახეები. კუროსთვის ქორწინება პირველ ადგილზეა.

ტყუპები
ცოლი: შესანიშნავი დედა, ქალური და ამასთან ფანტაზიის უნარის მქონე. მისთვის სილამაზე და სიყვარული პირველ ადგილზეა.
ქმარი: ”სიყვარული - თამაშია”. ასეთი პრინციპით ცხოვრობენ ტყუპები. მათთვის ფლირტის მომენტი უმნიშვნელოვანესია.

კირჩხიბი
ცოლი: ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის შვილი მუდამ პირველ ადგილზე იქნება. შესანიშნავი დიასახლისები და მხურვალე საყვარლები.
ქმარი: მამაკაცი-კირჩხიბი მიჩვეულია სიყვარულს და ქორწინებაში თავს ვერ იკავებს. ღალატი ხშირია, რასაც განქორწინება მოსდევს.

ლომი

ცოლი: შესანიშნავი კულინარები, კარგი დიასახლისები. ლოგინში უბადლოები არიან. მაგრამ ხშირად დიდი მატერიალური მოთხოვნები აქვთ.
ქმარი: რომანტიკულები და გულუხვები, სანაცვლოდ ერთგულებას და გაღმერთებას ითხოვენ. ცოლს მუდამ საჩუქრებით ანებივრებენ.

ქალწული
ცოლი: აანალიზებენ მუდამ, ემოციები ანალიზს მოსდევს. ზედმეტად ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობაზე და სისუფთავეზე სახლში. ყველაფერში რაციონალურები არიან.
ქმარი: ცივები და არასენტიმენტალურები, ყველაფერს რაციონალურად უდგებიან. ვერ იტანენ კრიტიკას. ხშირად უსაზღვროდ არიან ცოლით აღფრთოვანებული.

სასწორი
ცოლი: სენტიმენტალური და ქალური. აღმერთებს, როდესაც მას პირველ ადგილზე აყენებენ. თუ სასურველს ვერ იღებს, დეპრესიაში ვარდება. ეჭვიანია.
ქმარი: ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მეგზური. ბედნიერია, როდესაც ყველაფერი ორმხრივია. ურთიერთობებში იდეალს ეძებენ. პატივმოყვარეები არიან.

მორიელი
ცოლი: ვერ იტანს მონოტონურ და მშვიდ ცხოვრებას. მუდმივი დრაივი სჭირდება. ვერ იტანს ღალატს. წარმოუდგენლად ერთგულია და სიცოცხლის ბოლომდე უყვარს.
ქმარი: მგზნებარე, ერთგული და მბრძანებელი. წარმოუდგენლად მესაკუთრე და ხშირად, ეჭვიანი.

მშვილდოსანი
ცოლი: ყველაზე ნაკლებად რომანტიკული. პარტნიორისთვის, პირველ რიგში, საუკეთესო მეგობარი. კარგი დიასახლისი, აფასებს ოჯახურ სიმყუდროვეს.
ქმარი: კეთილგანწყობილი და კარგი მოსაუბრე. გულწრფელი, მაგრამ სიყვარული მისთვის პირველ ადგილზე არაა. შესანიშნავი მამა.

თხის რქა
ცოლი: იღწვის გავლენისთვის და პრაქტიკულობისთვის. ძალიან ერთგულია. თავად აკრიტიკებს, მაგრამ მისი მისამართით კრიტიკას ვერ იტანს.
ქმარი: ძალიან პრაქტიკული, მაგრამ ეშინია სიმარტოვის. ბუნებით ლიდერია. კარგად გამოსდის კერძების მომზადება.

მერწყული
ცოლი: შესანიშნავი დიასახლისი და დედა. ძალიან მომთხოვნი პარტნიორისადმი. მუდმივად ეძებს სტაბილურობას.
ქმარი: თავისუფლების სიყვარულის მოიხედავად, ძალიან ერთგული ქმრები არიან. ბუნებით იდეალისტები.

თევზები
ცოლი: ერთგულება მასში ყველაზე მეტად არის განვიარებული. სრულიად მიეცემა სიყვარულსა და გაგებას. უყვარს კულინარია, კარგად გამოსდის ეს საქმე.
ქმარი: არასოდეს აწყენინებს ცოლს და არ დაამცირებს. გულდასმით უდგება სულიერ და ფიზიკურ ერთობლიობას. ლოგინზე ჩაციკლულია.