ზოდიაქოს ნიშნები შოპინგზე - ამოიცანი საკუთარი თავი

ზოდიაქოს ნიშნები შოპინგზე - ამოიცანი საკუთარი თავი
ქალების უმეტესობას შოპინგი უყვარს, და ვისაც არ უყვარს, მაინც უწევს საყიდლებზე სიარული მაღაზიებში. ზოგიერთს სწრაფად უყვარს სუპერმარკეტში გარბენა და გზად ხვეტავს რაც ხელთ მოხვდება, ზოგი კი საათობით დაბოდიალობს და საგულდაგულოდ არჩევს ამა თუ იმ ნივთს. Fpaparazzi სწორედ ამაზე მოგითხრობთ დღეს.

ვერძი

ვერძისთვის შოპინგი ნამდვილი სპორტის სახეობაა. უყვარს სხვადასხვა აქციები, ფასდაკლებები, მზად არის, ხელჩართულ ბრძოლაში ჩაებას რაიმე ნივთის შესაძენად. ხშირად უკვეთავს ნივთებს ინტერნეტით.

კურო

კუროს ფულის ფლანგვა არ უყვარს, ამიტომ ხარჯავს მხოლოდ საჭირო ნივთებზე. ონლაინ-შოპინგისადმი ნეგატიურადაა განწყობილი. თუნდაც მთელი დღე მაღაზიებში იაროს, შეიძლება სახლში ხელცარიელი დაბრუნდეს.

ტყუპები

ტყუპებს უყვარს ინტერნეტში სხვადასხვა ნივთის შეძენა. მაგრამ, ხშირად, უფრო გამყიდველის როლში გევლინება, ვიდრე მყიდველის.

კირჩხიბი

კირჩხიბს უყვარს ფულის ხარჯვა ჭურჭელზე, დეკორზე, სამკაულებზე. ეხერხება კარგი საჩუქრის შერჩევა, ამიტომ საყიდლებისთვის მუდამ შესანიშნავი იდეები აქვს.

ლომი


ვინაიდან, ლომს ფუფუნება უყვარს, ყოველთვის ყიდულობს ყველაფერს, რაც მდიდრულად და ძვირად ღირებულად გამოიყურება. ასევე, უყვარს ახლობლებთან ახალი შესაძენით თავის მოწონება.

ქალწული

ქალწულს მაღაზიაში სპონტანურად სიარული არ უყვარს. მოსწონს ყველაფრის დეტალურად გათვლა, სიების შედგენა, ბიუჯეტის განაწილება. არასოდეს შეიძენს რაიმე ზედმეტს.

სასწორი

როცა საქმე ძვირად ღირებულ შესაძენზე მიდგება, სასწორი კარგად ასწონ-დასწონის ნებისმიერ დეტალს და შემდეგ აარჩევს შესაფერის ვარიანტს.

მორიელი

მორიელი ხშირად ხდება კოლექციონერი, რადგან რარიტეტული და ღირებული ნივთების შეძენა უყვარს. არ უყვარს ფულის ხარჯვა ისეთ რამეებზე, რაც ყველას აქვს.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი გიჟდება შოპინგზე, არჩევს განსაკუთრებულ დღეს, როცა დილიდან საღამომდე შეძლებს მოიაროს ყველა მაღაზია თუ სავაჭრო ცენტრი.

თხის რქა

ყოველთვის პრაქტიკულ საქონელს არჩევს, რომელიც იდეალურად ეფარდება ფასითაც და ხარისხითაც.

მერწყული

მერწყულს ყველაფერი მოდური და ახალი უყვარს. თანამედროვეობას ყოველთვის ფეხდაფეხ მიჰყვება, ამიტომ მუდამ მზად არის, გაემართოს საყიდლებზე.

თევზები

თევზებს მოსწონს სიარული ისეთ მაღზიებში, სადაც ბევრი ხალხი ირევა. აქცევს ყურადღებას ესთეტიკურ სილამაზეს, ამიტომ არჩევს საჭირო, მაგრამ ლამაზ ნივთს.