დედამ შვილის ტანზე საეჭვო გამონაყარი შენიშნა. როდესაც დაავადებამ კანი მთლიანად მოიცვა, მან მიზეზი დაადგინა

დედამ შვილის ტანზე საეჭვო გამონაყარი შენიშნა. როდესაც დაავადებამ კანი მთლიანად მოიცვა, მან მიზეზი დაადგინა
გასაბერი ბატუტები - ბავშვების საყვარელი გასართობია. ისინი თითქმის ყოველ ნაბიჯზე გვხვდება:საბავშვო მოედნებზე, პლაჟებზე, სავაჭრო ცენტრებში. ბავშვები სიხარულით ხტუნაობენ, მშობლები კი ამ დროს ისვენებენ.



და ვერავინ ხვდება, რომ ასეთი გასართობი შესაძლოა სერიოზული დაავადების მიზეზი გახდეს. პირველად ამის თაობაზე მასაჩუსეტსელი ბრენდა სანდერსონი ალაპარაკდა, რომლის შვილიც ამ დაავადების მსხვერპლი გახდა.



გამონაყარის მიზეზი ბავშვებში

პირველი სიმპტომები




ქალმა თავისი 10 წლის შვილის კანზე უცნაური გამონაყარი შენიშნა. მან იფიქრა, რომ ეს მწერის ნაკბენია და დაზიანებულ ადგილზე საცხი წაუსვა. მაგრამ მალე გამონაყარი მთელ სხეულზე გავრცელდა.

წყლულები





გამონაყარმა არ გაიარა, გაჩნდა ჩირქოვანი წყლულები. როდესაც ქალმა შენიშნა, რომ ბავშვის მდგომარეობა უარესდება, მიმართა ექიმს. მედიკოსმა დაადგინა, რომ ბავშვს სტაფილოკოკური ინფექცია შეეჭრა. დაიბადა შეკითხვა: საიდან? მშობლებისა და ექიმის ერთობლივი ძალებით, მიზეზი დადგინდა.

მიზეზი



მიზეზმა ყველა გააოცა! წინა დღეებში ბავშვი ბატუტზე ერთობოდა, სწორედ ეს გახდა გამონაყარის მიზეზი. საქმე იმაშია, რომ ბატუტები პირდაპირ ქუჩაშია მოწყობილი, მასზე ასობით ბავშვი ხტუნაობს, ტონობით მტვერი ედება, არ სუფთავდება სათანადოდ. შესაბამისად, ნაკაწრებში შევიდა ჭუჭყი, რამაც გამოიწვია ინფექცია.

მიკროსკოპის ქვეშ



თავისთავად ბატუტები უსაფრთხოა, მაგრამ მტვერი თავის საქმეს აკეთებს! ატრაქციონი ბაქტერიების გავრცელების წყარო ხდება.

რა არის სტაფილოკოკის ინფექცია?



ეს ინფექცია შეიძლება მომაკვდინებელი გახდეს, თუ ბაქტერიები ღრმად შეიჭრება ორგანიზმში: სახსრებში, ძვლებში, ფილტვებში ან გულში. მას მოსდევს შემდეგი სიმპტომები: წითელი, გაღიზიანებული კანი, ბუშტუკები, ციებ-ცხელება, ღებინება, მაღალი ტემპერატურა.



ბავშვს მსგავსი არაფერი რომ არ დაემართოს, დარწმუნდით, რომ ადგილები, სადაც ის ერთობა, კარგად სუფთავდება. დაუდევრობას ტრაგიკული შედეგები მოსდევს და ეს უნდა გახსოვდეთ!