ნათესავმა უნიკალური რეცეპტი მასწავლა, რის შემდეგაც სახსრების ტკივილს აღარ შევუწუხებივარ.

ნათესავმა უნიკალური  რეცეპტი მასწავლა, რის შემდეგაც სახსრების ტკივილს აღარ შევუწუხებივარ.
მინდა გასწავლოთ სახსრების ანთების სამკურნალო ძალიან ეფექტიანი საშუალებები. ოსტეოქონდროზისა და სახსრების ტკივილის დროს მტკივნეულ ადგილას უნდა წაისვათ ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი და მკვეთრი მოძრაობებით კარგად დაიზილოთ. თავიდან გეტკინებათ. მასაჟი მანამდე უნდა გააგრძელოთ, ვიდრე ხელი აღარ მიგეწებებათ. პირველივე პროცედურის შემდეგ უკეთესობას იგრძნობთ. გაცივებისას ასეთივე მასაჟი უნდა გაიკეთოთ გულმკერდის არეში და ძალიან მალე გამოკეთდებით.
ნათესავმა მასაწავლა სახსრების დასაზელი ასეთი ნაყენის მომზადებაც:

ინგრედიენტები:
  • ნაძვის ან ფიჭვის 10 ცალი გირჩი
  • არაყი ან სპირტი
  • 700 გრამიანი ქილა

მომზადების და გამოყენების წესი:
ნაძვის ან ფიჭვის 10 ცალი ნედლი გირჩი ჩაყარეთ 700 - გრამიან ქილაში და დაასხით არაყი ან სპირტი ( ქილა შეავსეთ ). დაახურეთ სახურავი და დადგით ბნელსა და გრილ ადგილას. როცა ნაყენი მუქი ყავისფერი გახდება, უკვე სამკურნალოდ ვარგისია. ამ ნაყენით დაიზილეთ სახსრები დღეში 2 - ჯერ მაინც.
თუ რეგულარულად გამოიყენებთ ამ სამკურნალო საშუალებებს, სახსრები აღარ შეგაწუხებთ.

ექიმის კომენტარი:

ხალხურ მედიცინაში გარეგანი საშუალებები ოდითგანვე გამოიყენება დაავადების, მათ შორის, სახსრების პათოლოგიების სამკურნალოდ გარეგან საშუალებათა ერთ - ერთი ძირითადი კომპონენტი ხშირად არის თაფლი, რადგან მას უნიკალური, მრავალმხრივი სამკურნალო თვისებები ახასიათებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი მნიშვნელოვანია ანთების საწინააღმდეგო, ქსოვილთა რეგენერაციული, შეშუპების საწინააღმდეგო ეფექტები. ამგვარივე თვისებისაა ნაძვის გირჩების სპირტიანი ნაყენიც.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი