საკმარისია ჩაამატოთ ორიოდე წვეთი ეს სააფთიაქო პრეპარატი წყალში, რათა დაივიწყოთ მრავალი პრობლემა.

საკმარისია ჩაამატოთ ორიოდე წვეთი ეს სააფთიაქო პრეპარატი წყალში, რათა დაივიწყოთ მრავალი პრობლემა.
ქლორჰექსიდინის წყალხსნარი - ყველასათვის ხელმისაწვდომი, ძალზედ იაფი და ეფექტური ანტისეპტიკური პრეპარატი, რომელიც ფართოდ გამოიყენება მრავალი სერიოზული დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად და მათი პროფილაქტიკისთვის. თუმცა, არსებობს მოცემული სააფთიაქო პრეპარატის გამოყენების მრავალი ალტერნატიული, არასტანდარტული გზა, რომელთა შესახებ აქამდე არ გსმენიათ.



FPAPARAZZI-ს რედაქცია გთავაზობთ ძალზედ საინტერესო, სასარგებლო და გამოსადეგარ ინფორმაციას ქლორჰექსიდინის შესახებ. ეს იაფი სააფთიაქო პერპარატი აუცილებლად უნდა მოიპოვებოდეს თქვენს საოჯახო აფთიაქში.

ქლორჰექსიდინის წყალხსნარი
  1. ანტისეპტიკური თვისებები
    ბრძოლა მავნე მიკროორგანიზმების წინააღმდეგ - მოცემული პრეპარატის მთავარი დანიშნულება. მას შეუძლია, არა მხოლოდ შეაჩეროს პათოგენური მიკროფლორის ზრდა, არამედ მთლიანად გაანადგუროს ის. მოცემული ანტისეპტიკური საშუალების 0,05%-იანი ხსნარით დაიმუშავეთ ჭრილობები, ნაკაწრები და წყლულები, რათა თავიდან აირიდოთ ინფექციის შეჭრა.



    ქიმიური დამწვრობის დროს ამავე კონცენტრაციის ხსნარს შეუძლია, მთლიანად ჩამორეცხოს ქიმიური ნივთირებები კანის ზედაპირიდან.



    დაიმუშავეთ ქლორჰექსიდინის ხსნარით პირსინიგს ადგილი, რათა თავიდან აირიდოთ ჭრილობაში ინფექციების შეჭრა და მისი დაჩირქება. პრეპარატი არ იწვევს გამაღიზიანებელ და ალერგიულ რეაქციებს, მისთვის საერთოდ არ არის დამახასიათებელი სუნი და რაც მთავარია, არ პროვოცირებს ჭრილობის შეხორცების პროცესის შენელებას და ნაწიბურების წარმოქმნას.




  2. სტომატოლოგია
    ქლორჰექსიდინი ფართოდ გამოიყენება სტომატოლოგიაში პირის ღრუს ანტისეპტიკური დამუშავებისთვის სხვადასხვა სამკურნალო მანიპულაციების ჩატარებამდე. მოცემული პრეპარატის 0,05-0,1%-იანი ხსნარი არაჩვეულებრივი საშუალებაა პირის ღრუს დეზინფიცირებისთვის, გინგვინიტისა და პაროდონტიტის სამკურნალოდ, ანგინის სიმპტომების შესამსუბუქებლად და ა.შ. მეტიც, თუ ამ სააფთიაქო პრეპარატს რეგულარულად პირის ღრუში გამოივლებთ, სამუდამოდ დაივიწყებთ პირის ღრუში უსიამოვნო სუნის შესახებ.



  3. კოსმეტოლოგია
    თუ თქვენ რეგულარულად სახეს ქლორჰექსიდინის 0,05%-იანი წყალხსნარით დაიბანთ, შეძლებთ კანის გაღიზიანების დამარცხებას და მისი ჯანსაღი მიკროფლორის აღდგენას. ეს სააფთიაქო პრეპარატი მამაკაცებისთვის წვერის გაპარსვის შემდგომ გამოსაყენებელი ლოსიონის არაჩვეულებრივი ალტერნატივაა.



  4. ქლორჰექსიდინი საყოფაცხოვრებო პრობლემების წინააღმდეგ
    მოცემული ხსნარი ძალზედ ეფექტურია საყოფაცხოვრებო პრობლემების წინააღმდეგ საბრძოლველადაც. როგორც გაირკვა, ეს სააფთიაქო პრეპარატი არაჩვეულებრივია ავტომობილებისა და კონდენციონერების დეზინფიცირებისთვის. ყველაზე გასაოცარი კი ის ფაქტია, რომ ქლორჰექსიდინი არ ტოვებს კვალს პლატმასზე, ტყავზე და რბილ ქსოვილზეც კი.



    თუ თქვენ მცირეოდენ ამ პრეპარატს წყალში ჩაამატებთ, მიიღებთ არაჩვეულებრივ საშუალებას სახლის დალაგება-დასუფთავებისთვის. ის განსაკუთრებით ეფექტურია იატაკის მოსაწმენდად და მთელი სიბინძურის გასანადგურებლად. გარდა ამისა, მოცემული ხსნარით შესაძლებელია სამზარეულოს ინვენტარის დეზინფიცირებაც.



ვიმედოვნებთ, რომ ეს იფნორმაცია თქვნეთვის გამოსადეგარი იქნება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!