აწი აღარასდროს შევიძენ რეგიდრონს! ფანტასტიკური ინფორმაცია...

აწი აღარასდროს შევიძენ რეგიდრონს! ფანტასტიკური ინფორმაცია...
სააფთიაქო პრეპარატის, ''რეგიდრონის'' შესახებ პირველად ჩემი დაქალისგან შევიტყვე. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ის საკუთარ შვილთან ერთად შრი-ლანკას ულამაზეს კუნძულს ესტუმრა. ჩაის უზარმაზარი და ულამაზესი პლანტაციების, ველური ცხოველებისა და ბოტანიკური ბაღების დათვალიერების შემდეგ მან შვილთან ერთად გასაოცარ ექსკურშიაში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა, რომელსაც სახელად ''ვეშაპებზე დაკვირვება'' ეწოდება.

ექსკურსიის ფარგლებში დამსვენებლები ინდოეთის ოკეანეში ვეშაპების მიგრაციას აკვირდებიან, რაც ნამდვილად ულამაზესი სანახაობაა. ჩემი დაქალის მცირეწლოვანი ბავშვი, ნავში 5 საათიანი რყევისა და ტალღებზე ცურვის შედეგად, ზღვის დაავადებამ შეაწუხა, რომლისთვისაც ძალზედ უსიამოვნო სიმპტომებია დამახასიათებელი.



პატარას დასახმარებლად ერთ-ერთმა გამოცდილმა ტურისტმა ჩემს დაქალს ძალზედ უცნაური წყალხსნარი შესთავაზა... როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს იყო წყალში გახსნილი რეგიდრონი, რომლის დახმარებითაც პატარა სულ რაღაც 30 წუთში თავს არაჩვეულებრივად გრძნობდა.



სააფთიაქო პრეპარატი ''რეგიდრონი''

''რეგიდრონი'' - პუდრისებრი პრეპარატი, რომელიც თითოულ საოჯახო აფთიაქში უნდა მოიპოვებოდეს. როგორც წესი, ეს პრეპარატი გამოიყენება კუჭ-ნაწლავთა ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემების დროს ორგანიზმში ელექტროლიტური ბალანსის აღსადგენად. სინამდვილეში, ეს ფხვნილი შეგვიძლია ეფექტურად გამოვიყენოთ სხვა მრავალი პრობლემის გადასაჭრელად, კერძოდ კი:
  1. სისხლდენის შესაჩერებლად;

  2. დამწვრობისა და მოყინვის სამკურნალოდ;

  3. მწერების ნაკბენის მოსაშუშებლად;

  4. მაღალი ტემპერატურის დროს;

  5. ღებინების შეგრძნებისა და დიარეის სამკურნალოდ;

  6. მოწამვლის დროს;

  7. ალერგიული რეაქციის დასამარცხებლად;

  8. მზის დარტყმის დროს.

''რეგიდრონის'' შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ აფთიაქში. თუ თქვენ დახმარება გესაჭიროებათ, თუმცა ხელთ არ მოგეპოვებათ ეს უნივერსალური საშუალება, შეგიძლიათ მისი დამზადება დამოუკიდებლად სამზარეულოს ინგრედიენტებით.

როგორ დავამზადოთ ''რეგიდრონი''?



ინგრედიენტები:

  • 2 ჩ.კ მარილი;
  • 2 ს.კ შაქარი;
  • 1 ჩ.კ საკვები სოდა;
  • 1 ლიტრი წყალი.

ინსტრუქცია:

  1. აადუღეთ 1 ლიტრი წყალი, გადმოდგით ცეცხლიდან და ჩაამატეთ მასში მოცემული ინგრედიენტები.

  2. მოითმინეთ იქამდე, სანამ ხსნარი 30 გრადუსამდე გაგრილდება.



გაგრილების შემდეგ მიიღეთ ეს საშუალება შინაგანად. მისაღები ულუფა უნდა განსაზღვროთ თქვენი მასის მიხედვით: ყოველ 1 კილოგრამზე 10 მილილიტრი ხსნარი. ექიმების რეკომენდაციით, სახლის პირობებში დამზადებული რეგიდრონი უნდა მივიღოთ ყოველ ჯერზე, როდესაც ღებინების შეგრძნება შეგვაწუხებს, ან თხევად განავალს შევნიშნავთ.

''რეგიდრონის'' მიღება მიზანშეწონილია როგორც ზრდასრულთათვის, ასევე მცირეწლოვნებისთვისაც. მიუხედავად ამისა, პრეპარატისთვის დამახასიათებელია უკუჩვენებები. არასდროს მიიღოთ ის, თუ თქვენ შაქრიანი დიაბეტი, ნაწლავის გაუვალობა ან თირკმლის უკმარისობა გაწუხებთ.