უმკურნალედ ფრჩხილის სოკოს მარტივად. 3 მეგა ეფექტური და იაფი საშუალება!

უმკურნალედ ფრჩხილის სოკოს მარტივად. 3 მეგა ეფექტური და იაფი საშუალება!
დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, თუ როგორ უმკურნალოთ ფრჩხილის სოკოს სწრაფად და მარტივად მხოლოდ ნატურალური საშუალებების გამოყენებით.

პათოგენური სოკო, რომელიც ფრჩხილის დეფორმაციას განაპირობებს და მას თან ახლავს უსიამოვნო ნიშნები, მარტივად გადაედება ერთი ადამიანიდან მეორეს, რის გამოც უნდა გამოვიჩინოთ დიდი სიფრთხილე. არასდროს ისარგებლოთ დაინფიცირებული ადამიანის ფეხსაცმლით, ტანსაცმლით და პირადი ჰიგიენის ნივთებით (მაგ: მაკრატელი).

სოკოვანი ინფექციით დაინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია იმ ადამიანებში, რომელთაც ნივთიერებათა ცვლა აქვთ დარღვეული ან იტანჯებიან ქრონიკული დაავადებებისგან.

სამწუხაროდ, ამ უსიამოვნო პრობლემისგან არცერთი ადამიანია დაზღვეული. თუ ჩვენ დროულად არ მივიღებთ შესაბამის ზომებს და არ ვიზრუნებთ პრობლემის გადაჭრაზე, ის დროთა განმავლობაში უფრო რთულ სახეს და მასშტაბურ ფორმებს შეიძენს.

იმ შემთხვევაში, თუ ინფექცია ლოკალიზებულია და ჯერ არ გავრცელებულა სხვა ფრჩხილებზე, დაუყონებლივ დაიწყეთ მკურნალობა!

პროპოლისი (დინდგელი)

ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება ფრჩხილის სოკოს სამკურნალოდ პროპოლისის 20%-იანი ხსნარია, რომლის შეძენასაც ნებისმიერ აფთიაქში შეძლებთ, თანაც საკმაოდ იაფად. კარგად დაასველეთ ბამბის ნაჭერი ამ ხსნარით და დაიდეთ ის დაინფიცირებულ ფრჩხილზე. გაიჩერეთ რამდენიმე წუთით.

ეს პროცედურა უნდა გაიმეოროთ ყოველ საღამოს, დაძინების წინ. თუ თქვენ შეძლებთ მეფუტკრისგან ნამდვილი დინდგელის შეძენას, გასაოცარ შედეგს გაცილებით ხანმოკლე დროში მიიღებთ. მეფუტკრისგან შეძენილი პროფილისი (დინდგელი) დაიდეთ პრობლემურ ფრჩხილზე და გადაიხვიეთ დოლბანდით. დაიტოვეთ მთელი ღამით.

თუ თქვენ ამ პროცედურას ყოველ საღამოს ჩაიტარებთ, ძალიან მალე შეძლებთ დაზიანებული ფრჩხილის აღდგენას. პროპოლისი შეგიძლიათ შეინახოთ და გამოიყენოთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რადგან ის არ კარგავს საკუთარ სასარგებლო და სამკურნალო თვისებებს.

მრავალი სამეცნიერო კვლევით დამტკიცებულია, რომ პროპოლისი ფლობს ბაქტერიციდულ თვისებებს. ის ძალზედ ეფექტურად ებრძვის მიკრობებს, სოკოებსა და ვირუსებს.

იოდი

იოდი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ანტივირუსული და ანტისეპტიკური საშუალებაა. მისი დახმარებით ჩვენ შეგვიძლია ვებრძოლოთ ფრჩხილის სოკოსაც.

1 წვეთი იოდის 5%-იანი ხსნარი დაიწვეთეთ დაზიანებულ ფრჩხილზე ყოველდღიურად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა - 20 დღე. სხვა ფრჩხილებიც, რომლებზეც ჯერ სოკოვანი ინფექცია არ გავრცელებულა, აუცილებლად უნდა დაიმუშავოთ იგივე პრინციპით. მკურნალობის კურსის დაწყებიდან უკვე 7 დღეში სასიამოვნო ცვლილებები თვალსაჩინო იქნება!

ჩაის ხის ზეთი

ჩაის ხის ეთერზეთი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტისეპტიკური საშუალებაა, რომელიც მრავალი წელია წარმატებით გამოიყენება ხალხურ მედიცინაში ფრჩხილის სოკოს წინააღმდეგ საბრძოლველად.

ამ საშუალების ეფექტურობა პათოგენური მიკროორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის დროს შეგვიძლია შევადაროდ ქლორის ეფექტურობას, თუმცა განსხვავება იმაშია, რომ ჩაის ხის ზეთისთვის არ არის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები.

წაისვით ეს საშუალება დაზიანებულ ფრჩხილზე და კანზე სქელ ფენად. არ ჩამოიბანოთ. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად სასურველი შედეგის მიღებამდე. პრობლემის სირთულიდან გამომდინარე შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩაის ხის ეთერზეთი დღეში რამდენჯერმე.

ამ სამი ძალზედ ეფექტური და იაფი მეთოდიდან ამოირჩიეთ თქვენთვის სასურველი. შეუდექით მკურნალობას დღეიდანვე და ხანმოკლე დროში სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით! იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს სტატია.