ნიღაბი მობერებული კანისათვის, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას

ნიღაბი  მობერებული  კანისათვის,  რომელიც  აუმჯობესებს  სისხლის მიმოქცევას
კანის მდგომარეობა დამოკიდებულია ენდოკრინული ნერვული იდა საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაზე, რომლებიც ნორმალურად ფუნქციონირებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი სწორად იკვებება, ე.ი. საკვებიდან ღებულობს ისეთ ელემენტებს, რომლებიც ორგანზმს სჭირდება. საჭირო ელემენტები კი დიდი რაოდენობითაა უმ ხილსა და ბოსტნეულში. იმისათვის, რომ ყველა ორგანო ნორმალურად მუშაობდეს, საჭიროა ჩვენი ყოველდღიური რაციონის 60 % შედგებოდეს ამ პროდუქტებისგან. თუ ეს საკითხი მოგვარებულია და სხვა სხვა ფაქტორებიც არ უშლის ხელს, კანი აუცილებლად წესრიგში იქნება და ნაადრევად არ დაბერდება ადამიანი.
აქტიური პროფილაქტიკა ნაოჭების წინააღმდეგ საჭიროა 30 წლის ასაკიდან. აფექტურ მეთოდად ითვლება მასაჟი და მკვებავი ნიღბების გამოყენება. აი, ერთ - ერთი მათგანი ნაოჭების საწინააღმდეგოდ:

ინგრედიენტები:
  • ბოლოკი - 50 გრ
  • არაჟანი - 30 გრ
  • თაფლი - 30 გრ

მომზადების და გამოყენების წესი:
ბოლოკი გავხეხოთ წვრილ სახეხზე, დავუმატოთ არაჟანი და თაფლი და კარგად ავურიოთ. ნიღაბის თხელი ფენა დავიდოთ სახეზე და ყელზე, გავიჩეროთ 20 წთ. შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლით და წავისვათ მკვებავი კრემი. პროცედურა კეთდება კვირაში 2- ჯერ.
სტატიის წყარო:საოჯახო აფთიაქი