ისწავლეთ ორგანიზმის მიერ გამოგზავნილი ამ 10 სიგნალის გაშიფვრა და ავადმყოფობა თქვენთვის სრულიად უცხო იქნება

ისწავლეთ ორგანიზმის მიერ გამოგზავნილი ამ 10 სიგნალის გაშიფვრა და ავადმყოფობა თქვენთვის სრულიად უცხო იქნება
როდესაც წონაში დაკლების მიზნით კვებას ზღუდავთ, ორგანიზმს დიდ სტრესს აყენებთ. შესაძლოა, რაღაც პერიოდის შემდეგ სარკეში საკუთარმა გამოსახულებამ გაგახაროთ, მაგრამ ორგანიზმი მადლობას ნამდვილად არ გეტყვით.



ყველაფერს აქვს საზღვარი, და ორგანიზმი გვაძლევს მინიშნებებს, როდესაც უკვე მეტისმეტია. თუმცა, ამ მინიშნებებს ხშირად უგულებელვყოფთ. გთავაზობთ, ისწავლოთ ამ არავერბალური მინიშნებების გაშიფვრა, რათა იცოდეთ, როდის უნდა შეწყვიტოთ დიეტა.

არარეგულარული ციკლი




ციკლი ირღვევა, როდესაც ორგანიზმს კალორიები არ ჰყოფნის. განსაკუთრებულად მკაცრი დიეტების შემთხვევაში შესაძლოა მენსტრუაცია საერთოდ შეწყდეს.

მხოლოდ საჭმელზე ფიქრობთ



ეს ორი მიზეზით ხდება: ან ძალიან ცოტას ჭამთ, ან ირჩევთ ისეთ პროდუქტებს, რომლებიც შიმშილს აძლიერებს. ამ შემთხვევაში რაციონში თხილიდ ა ხილი უნდა ჩართოთ. ნუ იტყვით უარს იოგურტზე და ჩირზე.

ჭამთ, როცა დრო გაქვთ




დიდი შეცდომაა ფიქრი, რომ რაც ნაკლებს ჭამ, მით უფრო იკლებ. 4 საათზე დიდი ინტერვალები ძალიან საშიშია. ეს ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის შენელებას. სწორი რაციონი საკვების 3 მიღებისა და 2 ხემსისგან უნდა შედგებოდეს.

შაკიკი გაგიხშირდათ



როდესაც სისხლში შაქრის დონე კატასტროფულად დაბალ ზღვარზეა და ორგანიზმს კალორიები არ ჰყოფნის, ტვინის მუშაობისთვის საკმარისი ენერგია არ გაქვთ ამას მოსდევს საშინელი თავის ტკივილები.

ძილიანობა



თანაც მუდმივი. საკვების შეზღუდვის, ვიტამინებისა და მინერალების უკმარისობაა ამის მიზეზი. მოამზადეთ სრულფასოვანი საუზმე, დალიეთ მაგარი ყავა.

ღიზიანდებით ნებისმიერ წვრილმანზე



კორტიზოლი (სტრესის ჰორმონი) მოქმედებას იწყებს მაშინ, როდესაც ორგანიზმს კალორიები არ ჰყოფნის. სწორედ ეს ხდება გაღიზიანების მიზეზი.

მუდამ გცივათ



ძალიან გამხდარი ადამიანები გამუდმებით წუწუნებენ, რომ სულ სცივათ. კანქვეშა ცხიმი იცავს ორგანიზმს ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობის დროს და არეგულირებს სხეულის საბაზისო ტემპერატურას.

დახეთქილი ტუჩები



ეს В2 ვიტამინის უკმარისობის ნიშანია, ე.ი. მკაცრი დიეტა უნდა შეწვიტოთ.

ნადები ენაზე



თუ დიდი ხნის განმავლობაში შიმშილობთ, ენაზე ჩნდება ნადები. მაგრამ იყავით ყურადღებით: თუ თეთრი ნადების ფონზე სიწითლეებიც შეინიშნება, ეს შეიძლება ბუასილის ნიშნები იყოს.

პირში სიმშრალე



იმ შემთხვევაში, როცა პირში სიმშრალე ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდება, ამის მიზეზი სტრესი კი არა, В3 ვიტამინის ნაკლებობაა. თუ ხორცს და თხილს არ მიირთმევთ. აუცილებლად ჩართეთ რაციონში.