ხალხური რეცეპტები, რომლებიც საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ მხედველობას.
გრძნობათა ორგანოებიდან მხედველობის ორგანო ერთ - ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. თვალის კაკალი მხოლოდ 7 - 8 გრამს იწონის, ე.ი. სხეულის საშუალო წონის მხოლოდ 0,01 % - ს შეადგენს, მაგრამ მისი საშუალებით გარემოდან მხოლოდ 80 - 85 % შემოდის.
მხედველობის ორგანოს რთული აგებულება აქვს, იგი მჭიდრო კავშირშია მთელ ორგანიზმთან. მისი დაავადების გამომწვევი მიზეზები მრავალაფეროვანია. არ არსებობს თითქმის არც ერთი ზოგადი სახის დაავადება ( ენდოკრინული, გულ - სისხლძარღვთა, ნერვული, ინფექციური და სხვ. ), რომლის დროს მეტნაკლებად არ არის ჩათრეული თვალი; ამიტომ ამ დაავადებათა დროული და წესიერი მკურნალობა თვალის დაავადებათა პროფილაქტიკასაც გულისხმობს.
მხედველობის გასაუმჯობესებელი რეცეპტები:
მხედველობის ორგანოს რთული აგებულება აქვს, იგი მჭიდრო კავშირშია მთელ ორგანიზმთან. მისი დაავადების გამომწვევი მიზეზები მრავალაფეროვანია. არ არსებობს თითქმის არც ერთი ზოგადი სახის დაავადება ( ენდოკრინული, გულ - სისხლძარღვთა, ნერვული, ინფექციური და სხვ. ), რომლის დროს მეტნაკლებად არ არის ჩათრეული თვალი; ამიტომ ამ დაავადებათა დროული და წესიერი მკურნალობა თვალის დაავადებათა პროფილაქტიკასაც გულისხმობს.
მხედველობის გასაუმჯობესებელი რეცეპტები:
- მხედველობის გასაუმჯობესებლად 10 დღის განმავლობაში დალიეთ 100 გრ ცხვრის ღვიძლის ნახარში და ღვიძლიც შეჭამეთ. ეს უმჯობესია დილით, ან სადილის დროს, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე გააკეთოთ. თუ ცხვრის ღვიძლი არ გავქთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ძროხის ღვიძლი, მაგრამ ის უფრო სუსტად მოქმედებს.
- მხედველობის გასაუმჯობესებლად 2- ჯერ დღეში თვალები გამოიბანეთ კორდისკბილას ბალახის ნაყენით, ან დაიდეთ ამ ნაყენის კომპრესები. ამავდროულად, უნდა მიიღოთ 2 ს/კ კორდისკბილას ნაყენი, ან ბალახის ფხვნილი დანის წვერზე. როდესაც თვალების სიწითლე გაგივლით, ყოველდღე შეუბერეთ შაქრის პუდრს ისე, რომ თვალებში მოხვდეს. თუ თვალები ისევ გაგიწითლდათ, ეს პროცედურა შეწყვიტეთ.
- თუ ნერვულ ნიააგზე მხედველობა მოგეშალათ, მოხარშეთ კვერცხი, შუაზე გაჭერით და ცილის ნახევარსფერო რამდენიმე წუთით მტკივან თვალებზე დაიდეთ ისე, რომ ცილა კარგად ეკვროდეს კანს. თვალების გარშემო, მაგრამ არ ეხებოდეს უშუალოდ თვალს.
- ქინძის ფოთლების სამკურნალო სახვევი კარგი საშუალებაა თვალების დაავადებების პროფილაქტიკისათვის.
- კამისგან ამზადებენ სპეციალურ წყალს: 1/2 ს/კ კამის ფხვნილი მოხარშეთ 1 ჩ/ჭ წყალში და ეს ნახარში გამოივლეთ თვალებში 2 - 3- ჯერ დღეში. კიდევ უფრო კარგი მოქმედება აქვს კამის ნახარშის, ან მისი ფხვნილის ორთქლის აბაზანებს.
- თვალის რქოვანა გარსის წყლულის სამკურნალოდ 3 - ჯერ დღეში ჩაიწვეთეთ 1 - 2 წვეთი მრავალძარღვას ფოთლის წვენი.
- მხედველობის გასაუმჯობესებლად თვალებზე დაიდეთ შროშანის დასრესილი ფესვი.
- ქათმის სიბრმავე ( საღამოს მხედველობის გაუარესება ) ხშირად ემართებათ შავთვალა და ვიწროგუგიან ადამიანებს. ამ დროს უნდა მიიღოთ უსუპის სიროფი და ტეგანის ხმელი ბალახი ფხვნილის სახით, შეთვისების გასაუმჯობესებლად კარგი იქნება, თუ ცოტაოდენ ძველ ღვინოს დააყოლებთ.
- დიდკამას ნედლი თესლის მიღება აუმჯობესებს მხედველობას.
- გლაუკომას დროს აიღეთ თავშავა - 35 გრ, ფითრის ბალახი - 35 გრ, ცეცხლეკალა - 35 გრ. ბალახების ნარევისგან მოამზადეთ ნაყენი: 2 - 3 ს/კ ნარევს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, მოათავსეთ თერმოსში და გააჩერეთ 1- 2 სთ, გაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჩ/ჭ ნაყენი 3 - ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.