დაბერილი ვენების შემცირება და ანთების მოხსნა ქირურგიული ჩარევის გარეშე!
ვარიკოზი ვენის სანათურის პათოლოგიური გაგანიერებაა, რომელსაც თან სდევს ვენის დაგრძელება და დაკლაკვნა. ყველაზე ხშირად ვარიკოზული გაგანიერება ფეხის ვენებზე ვითარდება. უმთავრესად ზიანდება დიდი და მცირე კანქვეშა ვენები. ქალები ვარიკოზით მამაკაცებზე სამჯერ ხშირად ავადდებიან. კერძოდ, ეს დაავადება აქვს 40 წელს გადაცილებულ ყოველ მესამე ქალს და ყოველ მეათე მამაკაცს.
ხალხურ მედიცინაში მათი მკურნალობის მეთოდი ასეთია:
ხალხურ მედიცინაში მათი მკურნალობის მეთოდი ასეთია:
- ყოველდღე ძილის წინ, ვაშლის ძმრით დაიზილეთ სხუელის ნაწილები, სადაც ვენებია გაგანიერებული. ამის გარდა, 2 - ჯერ დღეში მიიღეთ 1 ჩ/ჭ ანადუღარი წყლის და 2 - 3 ჩ/კ ვაშლის ძმრის თბილი ნარევი.
- 3 ცალი საშუალო ზომის ანტონოვკა ვაშლი მოათავსეთ ქვაბის ძირზე, დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, დაახურეთ და შეფუთეთ საბანში. 4 საათის შემდეგ ვაშლი დასრისეთ დარჩენილ წყალში, გაწურეთ. ნაყენი თაფლთან ერთად მიიღეთ: 1 ჩ/კ თაფლს დაასხით 50 გრ ნაყენი და მიიღეთ დილით, უზმოზე და ძილის წინ.
- ვენების დაბერვის შემცირება ანთების მოხსნა ქირურგიული ჩარევის გარეშე შეიძლება ნებისმიერი ფერის თიხის დახმარებით, თუმცა უკეთესია მწვანე გამოიყენოთ. ის უნდა დალიოთ წყალში გახსნილი სახით. ( 2 ჩ/კ 1 ჩ/ჭ წყალზე, ნალექი არ დალიოთ ). თიხიანი წყალი უნდა წაისვათ მტკივან ადგილებზე. მოქმედების გასაძლიერებლად წყალს დაუმატეთ 2 კბილი გასრესილი ნიორი.
- მხოლოდ მუმიოს პრეპარატების გამოყენებისას შეიძლება მიაღწიოთ ტკივილის და შეშუპების შემცირებას, კანის ტემპერატურის ნორმალიზებას და დაავადების სიმპტომების თითქმის სრულიად გაქრობას. გარდა ამისა, მუმიო ზრდის სისხლში ჰემოგლობინის, ერითროციტების შემცველობას და ლეიკოციტების ფორმულასაც კი აწესრიგებს. ის ამცირებს სისხლის შედედებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თრომბოფლებიტით დაავადებულთათვის.
მკურნალობისთვის ოპტიმალური დოზაა 0,3 გრ მშრალი მუმიო. ის უნდა გახსნათ წყალში და მიიღოთ დღეში ერთხელ 10 დღის განმავლობაში. ამის შემდეგ უნდა გააკეთოთ 3 - დღიანი შესვენება და გაიმეოროთ მკურნალობა სრულ გამოჯანმრთელებამდე.