იები ზამთარშიც ყვავის და აფრქვევს სურნელს... ყველაფერი კი ამ სააფთიაქო უბრალო საშუალების წყალობით!

იები ზამთარშიც ყვავის და აფრქვევს სურნელს... ყველაფერი კი ამ სააფთიაქო უბრალო საშუალების წყალობით!
მცენარეები, როგორც ადამიანები, ზამთარში საჭიროებენ სითბოსა და მზის სინათლეს. ოთახის მცენარეები წელიწადის ცივ პერიოდში თავს ცუდად გრძნობენ შენობაში. ამის მიზეზი კი მეტისმეტად მშრალი ჰაერი და მზის სინათლის უკმარისობაა.

Fpaparazzi გაგანდობთ საიდუმლოს, თუ როგორ დაეხმაროთ ოთახის მცენარეებს, თავი კომფორტულად იგრძნონ არც თუ ისე სახარბიელო პირობებში.



ოთახის მცენარეების მოვლა

რეცეპტი ძალიან მარტივია!
  • 1 ლ წყალი
  • 2 ს.კ. 3%-იანი წყალბადის პეროქსიდი

შეურიეთ ეს ორი მარტივი ინგრედიენტი, ჩაასხით შესასხურებელ ბოთლში. მოაპკურეთ ეს ხსნარი მცენარეებს ყოველდღე და რამდენიმე ხანში ისინი ინტენსიური ზრდითა და უხვი ყვავილობით გაგახარებენ.



წყალბადის პეროქსიდის ხსნარით ასევე შეგიძლიათ მორწყათ მცენარეები, მაგრამ კვირაში მხოლოდ ერთხელ. ასეთი პროცედურა ხელს უშლის მავნე ბაქტერიების გავრცელებას.

სხვათა შორის, ასეთი ხსნარით ბაღნარის მოსხურება ან მორწყვაც სასარგებლოა. წყალბადის პეროქსიდი ასტიმულირებს მცენარეების ზრდას. მორყწით ყვავილები ყოველ 3-4 დღეში.

იხილეთ ვიდეო: