ჩემი დაქალი ფრჩხილებზე კბილის პასტას რეგულარულად ისვამს. როდესაც ეს საკუთარ თავზე გამოვცადე...
კბილის პასტა - კბილის ღრუს ჰიგიენის დასაცავი აუცილებელი პროდუქტი, რომელიც თითოეულ სახლში მოიპოვება. ყოველ დილით კბილების გამოხეხვა ერთგვარი რიტუალია, რომლის გარეშეც ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია. სინამდვილეში, ამ პროდუქტის გამოყენების სპექტრი გაცილებით ფართოა, ვიდრე ჩვენ ოდესმე წარმოგვედგინა.
თუ ამ პროდუქტს გონივრულად მოიხმართ, ის თქვენი საოჯახო აფთიაქის განუყოფელ ნაწილად იქცევა და დაგეხმარებათ ყოველდღიური საყოფაცხოვრებო პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლაში. FPAPARAZZI-ს რედაქცია გთავაზობთ ძალზედ საინტერესო ინფორმაციას, თუ როგორ გამოვიყენოთ კბილის პასტა ალტერნატიული დანიშნულებით. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება.
კბილის პასტა და ჩვენი ჯანმრთელობა
კბილის პასტა საყოფაცხოვრებო პრობლემების წინააღმდეგ
გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს! არ დაგავიწყდეთ თქვენი მოსაზრების გაზიარება კომენტარების ველის მეშვეობით.
თუ ამ პროდუქტს გონივრულად მოიხმართ, ის თქვენი საოჯახო აფთიაქის განუყოფელ ნაწილად იქცევა და დაგეხმარებათ ყოველდღიური საყოფაცხოვრებო პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლაში. FPAPARAZZI-ს რედაქცია გთავაზობთ ძალზედ საინტერესო ინფორმაციას, თუ როგორ გამოვიყენოთ კბილის პასტა ალტერნატიული დანიშნულებით. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება.
კბილის პასტა და ჩვენი ჯანმრთელობა
- ჰერპესი
ჰერპესი - ნამდვილი კოშმარი, რომელიც პერიოდულად თავს გვახსენებს. გარდა იმისა, რომ ეს დაავადება მოითხოვს როგორც გარეგან, ასევე შინაგან მკურნალობას, მისთვის დამახასიათებელია უსიამოვნო ბუშტუკებიანი გამონაყარი. თუ თქვენ გსურთ, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოიშოროთ ჰერპესული გამონაყარი, წაისვით კბილის პასტა კანის დაზიანებულ მონაკვეთზე და დაიტოვეთ მთელი ღამით. უკვე მეორე დილას სასიამოვნო ცვლილებები თვალსაჩინო იქნება. - ჭრილობები და სილურჯეები
თუ თქვენ ხელი გაიჭერით, დაიმუშავეთ ჭრილობა კბილის პასტით, რათა შეაჩეროთ სისხლდენა და დააჩქაროთ შეხორცების პროცესი. თუ ჰემატომა, ანუ სილურჯე გაქვთ, ამ შემთხვევაშიც მიმართეთ კბილის პასტას დახმარებით. ის აჩქარებს სილურჯის გაწოვის პროცესს. - ფრჩხილების გათეთრება
თუ თქვენი ფრჩხილები სხვადასხვა სახის ლაქების გამოყენების შედეგად ყვითელ შეფერილობას იღებს, გამოიყენეთ კბილის პასტა. წაისვით ის თხელ ფენად თითოეულ ფრჩხილზე და ძველი ჯაგრისის გამოყენებით კარგად დაიმუშავეთ ფრჩხილის ზედაპირი. პრობლემა წარსულში დარჩება! - მწერების ნაკბენი
თუ თქვენ კოღომ გიკბინათ, დაიმუშავეთ კანის შესაბამისი მონაკვეთი კბილის პასტით. შეშუპება და ქავილის აუტანელი შეგრძნება უმალვე გაქრება! - აკნე
ეს საკმაოდ ძველი და მრავალჯერ შემოწმებული ხრიკია. კბილის პასტა, სალიცილის მჟავის შემცველობის ხარჯზე, ეფექტური საშუალებაა გამონაყარის მოსაშორებლად. როგორც კი მუწუკის გაჩენას შენიშნავთ, დაიმუშავეთ კანის ზედაპირი მცირეოდენი კბილის პასტით, დაიტოვეთ ის სამოქმედოდ რამდენიმე წუთით და ჩამოიბანეთ კანი თბილი წყლით. ასე თქვენ შეძლებთ ანთებითი პროცესის შეჩერებას და გამონაყრის შემცირებას.
კბილის პასტა საყოფაცხოვრებო პრობლემების წინააღმდეგ
- ტაფების გაპრიალება
თუ თქვენ თუჯის ტაფებით სარგებლობთ, კარგად გეცოდინებათ, თუ რამდენად რთულია მისი ზედაპირიდან ცხიმის მიმწვარი ლაქებისა და ჟნგის მოშორება. ტაფის დაზიანებულ ზედაპირზე წაუსვით კბილის პასტა თხელ ფენად და დატოვეთ სამოქმედოდ 30 წუთით. შემდეგ გააპრიალეთ ის სამზარეულოს ღრუბლის გამოყენებით. თქვენი ტაფები სისუფთავისგან იბრწყიენბს! - საცურაო სათვალე
თუ თქვენი საცურაო სათვალე ადვილად იორთქლება, არსებობს მარტივი ხრიკი ამ მოვლენის თავიდან ასარიდებლად. მცირეოდენი კბილის პასტა გაანაწილეთ ორივე ლინზაზე, დატოვეთ სამოქმედოდ 5 წუთით და შემდეგ გააპრიალეთ ტენიანი ქსოვილის გამოყენებით. არ გამოიჩინოთ სიუხეშე, რადგან წარმოქმნილმა კომპონენებმა შეიძლება დაკაწროს ზედაპირი. - ტყავის ნივთების გათეთრება
ყველას კარგად მოგვეხსენება, თუ რამდენად სწრაფად და ადვილად ბინძურდება თეთრი ტყავისგან შეკერილი ფეხსაცმელი. პრობლემის გადაჭრა, ანუ ფეხსაცმლისთვის პირვანდელი ბზინვარების დაბრუნება მარტივად არის შესაძლებელი კბილის პასტის გამოყენებით. უბრალოდ წაუსვით ეს პროდუქტი თქვენი ფეხსაცმლის ზედაპრიზე, დატოვეთ სამოქმედოდ ორიოდე წუთით და შემდეგ გააპრიალეთ რბილი ქსოვილის გამოყენებით. - იდეალური სისუფთავე
ნიჟარისა და ონკანის ქრომირებული ზედაპირის გაპრიალება ძალიან მარტივია კბილის პასტის დახმარებით. გარდა ამისა, ეს პროდუქტი ეფექტურად აშორებს ფანქრისა და ფლომასტრის ლაქებს სახლის კედლებიდან. - უსიამოვნო სუნის წინააღმდეგ ბრძოლა
თუ თქვენ თევზის გასუფთავების შემდეგ ხელებზე უსიამოვნო სუნი დაგრჩათ, გამოიყენეთ კბილის პასტა. გარდა ამისა, მოცემული პროდუქტის დახმარებით შესაძლებელია მინის ძველი ბოთლებიდან ნებისმიერი სახის სუნის მოშორება და მათი დეზინფიცირება.
გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს! არ დაგავიწყდეთ თქვენი მოსაზრების გაზიარება კომენტარების ველის მეშვეობით.