აი, რატომ უჩნდება შოკოლადს თეთრი ნადები... ხშირი მოვლენის ნამდვილი მიზეზი

აი, რატომ უჩნდება შოკოლადს თეთრი ნადები... ხშირი მოვლენის ნამდვილი მიზეზი
რა აგიმაღლებს განწყობას გემრიელ შოკოლადზე უკეთ? ხანდახან, როცა საქმეები ისე არ მიდის, როგორს საჭიროა, სურვილი გიჩნდება თავი გაახარო რაიმე სასუსნავით. და მაშინ გავრვივართ მაღაზიაში ბედნიერების მცირე ულუფის შესაძენად, შოკოლადის სახით.

აი, რატომ უჩნდება შოკოლადს თეთრი ნადები... ხშირი მოვლენის ნამდვილი მიზეზი

და აი, სანუკვარი შოკოლადი თქვენს ხელთაა, ხსნით და ხედავთ მოულოდნელ სურათს: მთელი ფილა რაღაც თეთრი ნადებითაა დაფარული. მაშინ გიჩნდება კითხვა, შეიძლება თუ არა ასეთი შოკოლადის ჭამა? ამიტომაც გვსურს გაგიმხილოთ ამ ნადების წარმოშობის საიდუმლო.

საიდან ჩნდება თეთრი ნადები შოკოლადზე

თუ მსგავსი სიტუაცია შეგხვდათ, შეგიძლიათ თამამად მიირთვათ ტკბილეულობა. თეთრი ნადები - შოკოლადის არასწორად შენახვის შედეგია. ის ორი მარტივი მიზეზის გამო ჩნდება.



თუ შოკოლადი მომზადების შემდეგ მაღალი ტემპერატურის პირობებში ინახებოდა და ცოტათი დადნა, შემდეგ კი კვლავ გრილ ადგილას მოათავსეს - ცხიმები და კაკაოს ზეთი, რომლებიც მის შემადგენლობაშია, ზედაპირზე გამოდის. სწორედ აქედან წარმოიშობა თეთრი ლაქები.



ასევე, ამის მიზეზი შეიძლება იყოს შოკოლადის მომზადების ტექნოლოგიის მცირე დარღვევა.



ეს არანაირად არ ზემოქმედებს შოკოლადის გემოსა და ხარისხზე, შეგიძლიათ მშვიდად მიირთვათ.



მსგავსი ნადები რომ არ გაჩნდეს, შეინახეთ შოკოლადი ოთახის ტემპერატურის პირობებში, ჰერმეტულ შეფუთვაში.