აი, რა იმალება კიევური მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის კარის მიღმა! ნუთუ ეს შესაძლებელია?

აი, რა იმალება კიევური მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის კარის მიღმა! ნუთუ ეს შესაძლებელია?
უმეტესობა მრავალსართულიანი კორპუსების სადარბაზოების მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა... პენსიონერმა ვლადიმერ ჩაიკამ გადაწყვიტა, არ დალოდებოდა ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებას და მართვის სადავეები საკუთარ ხელში აიღო. რამდენიმეწლიანი სამუშაოს შემდეგ, 9-სართულიანი კორპუსის სადარბაზო სასახლეს დაამსგავსა!



ლამაზი სადარბაზო

კედლები მამაკაცმა მოაჩუქურთმა და პორტრეტებით მორთო.



პენსიონერი ამბობს, რომ შეყვარებულია XVII–XVIII საუკუნეების არქიტექტურაზე და ფერწერაზე, ამიტომ სურდა შეექმნა რაღაც ისეთი, რაც სხვებს არ აქვთ.



დეკორის ყველა ელემენტი და ჩუქურთმა თავად დაამზადა, მოოქროვება კი ჩვეულებრივი საღებავია.



მამაკაცი 15 წლის განმავლობაში ქმნიდა ამ ყველაფერს, ჭერი კი 4-ჯერ გადააკეთა, სასურველი იერსახის მისაღებად.



ვლადიმერი ამბობს, რომ სადარბაზოს გაკეთილშობილება - მისი ჰობია, ამ დროს ყველა პრობლემაზე ივიწყებს და საოცარ სიამოვნებას იღებს მუშაობისგან.



სადარბაზოსი ლიფტიც კი უჩვეულოდაა მორთული.



მცხოვრებლებს მოსწონთ მეზობლის გატაცება: სასიამოვნოა, როცა სისუფთავე და სილამაზე სუფევს სადარბაზოში!