სექსუალურობის პიკი

სექსუალურობის პიკი
გამოკვლევების თანახმად, სექსის დროს ყველაზე დიდ სიამოვნებას ქალი 28 წლის,ხოლო მამაკაცი 33 წლის ასაკში განიცდის.


გამოკითხვამ,რომელშიც მონაწილეობა 1281-მა ადამიანმა მიიღო,შეცვალა აზრი იმის შესახებ, თითქოს ქალი სექსუალურობის პიკს 30 წლის ასაკში, კაცი კი - 18 წლის ასაკში აღწევს. გამოკვლევებმა ისიცაჩვენა, რომ ყველაზე 20 - დან 29 წლამდე ახალგაზრდები მიისწრაფვიან სექსუალური ურთიერთობებისკენ.

„როგორც წესი, ინტენსიური სექსით ურთიერთობის დასაწყისში ვკავდებით, როდესაც სურვილი ჯერ კიდევ მძაფრია, ხოლო საუკეთესო შეგრძნებებს სექსში ვაღწევთ მაშინ, როდესაც ჯერ საკუთარ და შემდეგ პარტნიორის სხეულს კარგად შევისწავლით. მიუხედავად იმისა, რომ ქალის სექსუალური სისტემა გაცილებით რთულია ვიდრე მამაკაცის, ისინი ბევრად ადრე ხვდებიან და აცნობიერებენ რა სურთ,“- ამბობს ექსპერტი ურთიერთობების დარგში ტრეისიკოკსი.

გამოკითხვამ ასევეაჩვენა, რომმამაკაცები სქესობრივ კავშირს საშუალოდ 18 წლის ასაკში იწყებენ, ქალებიკიცოტა უფრო ადრე - 17 წლის ასაკში. მიუხედავად ამისა, მამაკაცები სექსუალურობის პიკს 18-ის ნაცვლად, 33 წლის ასაკში აღწევენ. ეს იმით არის განპირობებული, რომ მათ სჭირდებათ დრო, რათა გააკონტროლონ საკუთარი შეგრძნებები და გაერკვნენ ქალის რთულ სექსუალურ სისტემაში. ეს ფაქტორი ამართლებს მარტივ ჭეშმარიტებას - მთავარია არა რაოდენობა, არამედ ხარისხი.

ფიზიკურიდასექსუალური პიკი-ესერთიდაიგივე როდია,მაგრამ მაინც, ყველა ადამიანი აპოგეას აღწევს მაშინ, როდესაც ბოლომდე იხსნება, როგორც საკუთარ თავთან ასევე პარტნიორთან.

მართალია, 28 ან 33 წლის ასაკში სექსი არაჩვეულებრივია, მგარამ ინდივიდუალური გამოცდილება და შინაგანი შეგრძნებები, შესაძლოა, მკვეთრად განსხვავდებოდეს სხვადასხვა ასაკის ადამიანებში, ამიტომ ვინიცის-იქნებ პიკი ინტიმურ ურთიერთობებში ჯერ კიდევ წინ გაქვთ...