არომატული ფუნთუშები 25 წუთში მწვანილითა და ნივრით: ვგიჟდები ასეთ რეცეპტებზე!
fpaparazzi გთავაზობთ ფუნთების რეცეპტს ნივრითა და მწვანილით, რომელიც საოცრად ფაფუკი, გემრიელი და ჰაეროვანი გამოდის. მათი ორიგინალური ფორმა კი სასიამოვნოდ გააოცებს თქვენს ოჯახის წევრებს.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- 400 გ ფქვილი
- 1 ჩ/კ მშრალი საფუარი
- 1 ჩ/კ შაქარი
- 2-3 ნიორი
- 250 მლ რძე
- 0,5 ჩ/კ
- 50 გ კარაქი
- 2 ს/კ ზეთი
- მწვანილი
- 1 კვერცხის გული
მომზადების წესი:
- საფუარი შეურიეთ ფქვილს, დაუმატეთ თბილი რძე, მარილი, შაქარი და ზეთი, აურიეთ და მოზილეთ რბილი ცომი. შეფუთეთ ჯამი და დადგით თბილ ადგილას 30 წუთი.
- სანამ ცომი აფუვდება, მოამზადეთ გულსართი. დარბილებულ კარაქს დაუმატეთ წვრილად მწვანილი და დაჭყლეტილი ნიორი, აურიეთ.
- ამოსული ცომი ჩაზილეთ, გააბტყელეთ ცომი, მიეცით ძეხვის ფორმა და დაჭერით პატარა ნაჭრებად. თითოეული გააბრტყელეთ, ცენტრში მოათავსეთ გულსართი, მოკეცეთ 4-ად და მოთავსეთ 2-3 ცალი ერთად მაფინების ფორმაში.
- წაუსვით ფუნთუშებს კვერცხის გული და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთი.