FDA-ს კლვევების მიხედვით, ფერმაში გაზრდილი ქათმების ხორცი კიბოს პროვოცირებს.
ცნობილია, რომ დარიშხანი არის კიბოს გამომწვევი ქიმიური ნივთიერება, რომლის დიდი დოზით მიღება იწვევს სიკვდილს. უმეტესობას ალბათ გაინტერესებთ, საიდან ვიღებთ ამ ქიმიურ ნივთიერებას. 2006 წელს აშშ-ში გამოქვექნებული კვლევის შედეგების მიხედვით, დაახლოებით 70% ქათმებისა, იკვებებიან დარიშხანის შემცველი საკვებით, ჯანსაღი ფერისა და წონის მოსამატებლად.
"FDA"-ს (Food and Drug administration) მიხედვით, ტესტირებული წიწილების ნახევარზე მეტს ღვიძლში აღმოაჩნდა არაორგანული დარიშხანი. აქედან გამომდინარე, მათ მოითხოვეს, რომ მსოფლიოში უმსხვილეს ბიოფარმაცევტულ კომპანიას, ''Pfizer''-ს შეეწყვიტა როქსარსონის წარმოება - პრეპარატი, რომელიც შეიცავს დარიშხანს და უამრავ ფერმაში ემატება ქათმების საკვებს.
მოგვიანებით ''FDA''-მ განაცხადა, რომ ხორცში დარიშხანის არსებობა ძალიან დაბალია და მას არ შეუძლია სიკვდილის პროვოცირება, თუმცა რამდენჯერმე ზრდის კიბოს განვითარების რისკს.
დარიშხანი არის უკიდურესად ტოქსიკური ნივთიერება, რომელსაც შეუძლია, დიდი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას. სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის გარემოს ჯანმრთელობის დაცვის მეცნიერებათა დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ დარიშხანი ვერცხლისწყალთან და ტყვიასთან ერთად იწვევს ნევროლოგიურ პრობლემებს პატარა ბავშვებში. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, დარიშხანი 4-ჯერ უფრო შხამიანია, ვიდრე ვერცხლისწყალი. მრავალმა კვლევამ დაადასტურა, რომ ეს ქიმიური ნივთიერება იწვევს უჯრედების ინვაზიურ კარცინომას, კანის კარცინომას, ფილტვის, შარდის ბუშტის, ღვიძლის და თირკმლის კიბოს.