ალიუმი, ანუ დეკორატიული ხახვი - იდეალური ყვავილი, რომელიც თქვენს ეზოს საოცარ სილამაზეს შესძენს

ალიუმი, ანუ დეკორატიული ხახვი - იდეალური ყვავილი, რომელიც თქვენს ეზოს საოცარ სილამაზეს შესძენს
ყვავილებით მორთული მიწის ნაკვეთი თვალს ახარებს და განწყობას გიუმჯობესებს. წარმოუდგენელია ყველაზე მარტივი ლანდშაფტური დიზაინი მცენარეების გარეშე. რა თქმა უნდა, ყვავილებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, მაგრამ არის ერთი უპრეტენზიო მცენარე, რომელიც წარმოუდგენლად ლამაზად გამოიყურება, თითქოს უცხო პლანეტიდან.



ალიუმი, ან დეკორატიული ხახვი, დიდ მოვლას არ საჭიროებს, შესანიშნავად ხარობს მსიბუქ ნახევარჩრდილშიც და მზიან ადგილასაც, თანაც სხვადასხვა ნიადაგზე. ამასთან, გამოიყურება, როგორც ეგზოტიკური ყვავილი. სწორედ მასზე მოგითხრობთ დღეს.

დეკორატიული ხახვი

ალიუმი შეგიძლიათ გაახაროთ შემოდგომაზეც და გაზაფხულზეც.



აუცილებლად დაიცავით დარგვის სიღრმე, რათა მცენარე არ დაიღუპოს. სიღრმე მის ზომას ორჯერ უნდა აღემატებოდეს, მეზობლად დარგულ მცენარეებს შორის მანძილი - დაახლოებით ნახევარი მეტრი.



მიაქციეთ ყურადღება: როდესაც ალიუმი ყვავილობას იწყებს, ფოტლები ხშირად ჭკნება. ნუ მოაცილებთ მათ - თავისით უნდა ჩამოცვივდეს. მათი დახმარებით მცენარეში საკვები ნივთიერებები გროვდება.



სხვათა შორის, დეკორატიული ხახვის ფოთლებს იგივე გემო აქვთ, რაც ჩვეულებრივს. მაგრამ მასში მეტი სასარგებლო მიკროელემენტებია. ამიტომ, თამამად გამოიყენეთ კერძებში.



დეკორატიული ხახვი საჭიროებისამებრ უნდა მოიწყას. ზედმეტი სინესტე დამღუპველია მისთვის.



ალიუმი შეგიძლიათ გაამრავლოთ თესლით ან დარგოთ თავები. მაგრამ მეორე ვარიანტი უფრო ადვილია. რადგან ჯერ ერთი, საუკეთესო თესლი უნდა შეარჩიოთ, მეორეც, სრულფასოვანი მცენარე მხოლოდ 3-4 წლის შემდეგ ფორმირდება.



ეს დეკორატიული ხახვი შესანიშნავად ეწერება ლანდშაფტურ დიზაიში. შეგიძლიათ დარგოთ რაც შეიძლება მეტი და დატკბეთ სილამაზით!



ასეთი მორთულობით თქვენი ნაკვეთი ყველაზე ლამაზი იქნება საზემობლოში. ალიუმი მთელი 2 თვის განმავლობაში ყვავის.