როდის და როდის დავრგოთ ბოლქვოვანი ლილია, ტიტა, გიაცინტი, ნარცისი, კროკუსი, ალიუმი...

როდის და როდის დავრგოთ ბოლქვოვანი ლილია, ტიტა,  გიაცინტი, ნარცისი, კროკუსი, ალიუმი...
ბოლქვოვანების დარგვის დრო:


ნარცისი, კრიკუსი, გიაცინტი და ფრეზია - აგვისტოს ბოლო - სექტემბრის ბოლო
ლილია, ალიუმი - სექტემბერი-ოქტომბერი
ტიტა, ნიორი - ოქტომბერი ან ნოემბერი
გლადიოლუსი, აციდანტერა, ლიატრისი, ფრეზია - ადრე გაზაფხული
ნერინა, კოლხინუმი -მაისიდან აგვისტომდე

ბოლქვოვანების დარგვის ადგილი



ადგილი უნდა შეირჩეს მცენარის ყვავილობისა და იმის გათვალისწინებით მეზობელი მცენარეების ვეგეტაციის თუ რომელ პერიოდში ჰყვავიან ისინი. მაგალითად, ტიტა და საგაზაფხულო სხვა ბოლქვოვანები ყველაზე ადრე ჰყვავიან ბაღში. ზაფხულის დასაწყისში მათი დარგვის ადგილას რჩება უკამაზო დამჭკნარი ფოთლები ან შიშველი გრუუნტი. ამიტომ, უმჯობესია ტიტები და სხვა ბოლქვოვანები მრავალწლიანი მცენარეების გევრდით დარგოთ. ყვავილობამდე და ყვავილობისას ბოლქვოვანები დიდი ოდენობით მზის სხივებს მიიღებენ, რადგან ბაღში ჯერ კიდევ ცოტა რამ აყვავილდა. როდესაც ისინი ყვავილობას მორჩებიან, მრავალწლიანი მცენარეების სიმწვანე დაფარავს ულამაზო სიცარიელეს.



საშემოდგომო ბოლქვოვანებიც უმჯობესია განათავსოთ ისეთ ადგილებში, სადაც მრავალწლიანი მცენარეები უხვადაა. ამგვარად, დარგვის ადგილი განსაზღვრავს ყვავილებისთვის ზრდის საუკეთესო პირობებს, რათა სრულად წარსდგნენ მთელი თავისი მომხიბვლელობით.

ბოლქვოვანების დარგვის ადგილი მზიანი ან ნაწილობრივ მზიანი უნდა იყოს და კარგი წყალგაუმტარობა ჰქონდეს. ნარგავებს შორის დაშორება ბოლვების ზომაზეა დამოკიდებული და შეადგენს 2-3 სმ (კროკუსი) და 20 სმ (მსხვილი ლილიები, დეკორატიული ხახვი). რაც უფრო დიდია ბოლქვი, მით უფრო დიდია დაშორებაც.