მან პინგ-პონგის 12 ბურთი ერთმანეთზე შეაწება. ხანმოკლე დროში საოცარი სილამაზე ვიხილე!

მან პინგ-პონგის 12 ბურთი ერთმანეთზე შეაწება. ხანმოკლე დროში საოცარი სილამაზე ვიხილე!
სანათის ეს აბაჟური - ყველაზე უცნაური ნაკეთობაა, რაც კი მინახავს. ვის მოუვიდა თავში, შეეწებებინა ერთმანეთში პინგ-პონგის ბურთები? მაგრამ უნდა ვაღიარო, შედეგი მართლაც შთამბეჭდავია, რადგან პლასტმასის ბურთებში შუქი მაგიურ ციმციმად იქცევა!

შეხედეთ ამ სილამაზეს! შეუძლებელია, თავი შეიკავო სურვილისგან, თავადვე შექმნა მსგავსი რამ!

სანათის აბაჟური საკუთარი ხელებით

საჭირო მასალა

  • პინგ-პონგის 96 ბურთი
  • წებოს პისტოლეტი
  • დიოდური გირლანდა
  • ბურღი
  • პლასტმასის მრგვალი საფუძველი


მომზადება

ასეთ აბაჟურს სწრაფად მოამზადებთ. პინგ-პონგის ბურთები თხელი პლასტმასისგანაა, მათთან მუშაობა ადვილია. დასაწყისისთვის გაბურთეთ ერთი ნასვრეტი ბურთში.



შეამოწმეთ, ეტევა თუ არა დიოდური ნათურა ამ ნასვრეტში. თუ ყველაფეირ რიგზეა, დანარჩენი ბურთებიც დახვრიტეთ.



მიაწებეთ 12 ბურთი ერთმანეთს, მოათავსეთ მრგვალ საფუძველზე.



ახლა ყოველ ბურთში მოათავსეთ ნათურა.



განაგრძეთ ფენა-ფენა დაწებება.



აი, რა გამოვიდა შედეგად!



ასეთი სანათი ნებისმიერ ინტერიერს დაამშვენებს.



გირლანდის ფერის მიხედვით, სანათი გარდაისახება...